თარგმანი: ერეთ იტყჳს, ვითარმედ ძუელი იგი შჯული ვერარაჲთ სრულმყოფელ იყო აღთქუმათა მათ აბრაჰამისთა, რამეთუ პირველ შჯულისა მის წინადაცუეთისა მოეცნეს მას აღთქუმანი, ვიდრე-იგი წინადაუცუეთელღა იყო, და მაშინვე ესმა, რაჲთა იყოს იგი მკჳდრ სოფლისა, რაჟამს განმართლდა სარწმუნოებითა პირველ წინადაცუეთისა. და უკუეთუ შჯული ვერაჲთ სრულ-მყოფელ იქმნა აღთქუმათა, რაოდენ უფროჲს ვერარაჲთ სრულ-მყოფელ იყოს წინადაცუეთაჲ განმართლებისა მიმართ!
ჰრომაელთა მიმართ 4:13
12. და მამად წინადაცუეთილებისა არა წინადაცუეთილებისათა მათ ხოლო, არამედ რომელნი ჰგიან კუალთა მათ ზედა წინადაუცუეთილებისა სარწმუნოებისათა მამისა ჩუენისა აბრაჰამისთა.13. რამეთუ არა შჯულისაგან იყო აღთქუმაჲ იგი აბრაჰამისი ანუ ნათესავისა მისისაჲ, რაჲთა იყოს იგი მკჳდრ სოფლისა, არამედ სიმართლითა მით სარწმუნოებისაჲთა.14. რამეთუ უკუეთუ შჯულისაგანნი იგი არიან მკჳდრნი, ცალიერ არს სარწმუნოებაჲ, და განქარვებულ არიან აღთქუმანი იგი.
ჰრომაელთა მიმართ თავი 4