თარგმანი: არა თუ მოცემაჲ შჯულისაჲ, არამედ გარდამავალობაჲ შჯულისაჲ შეიქმს რისხვასა, რამეთუ თანამდებ წყევის იყვნეს ყოველნი გარდამავალნი მისნი. ხოლო მოციქული რისხვად წყევასა მას სახელ-სდებს. და ვინაჲთგან არა ხოლო წყევაჲ, არამედ ტანჯვაჲცა აქუნდა შჯულსა, არა-დამცველთა მისთათჳს, ამისთჳსცა შემოვალს სარწმუნოებაჲ, რაჲთა შორის-შემოიყვანოს მადლი, რაჲთა მადლისა მიერ საქმით სრულ-იქმნნენ აღთქუმანი. რამეთუ, სადაცა იყოს მადლი, მუნ არს შენდობაჲ; და სადა იყოს შენდობაჲ, მუნ არცა ერთი არს ტანჯვაჲ; ხოლო ტანჯვაჲ რაჲ აღიფხურას, და სიმართლე სარწმუნოებისა მიერ შემოვიდეს, არღარაჲ დამაყენებელ არს ჩუენდა, რაჲთა მკჳდრ ვიქმნნეთ და მივემთხჳნეთ აღთქუმათა. ხოლო შჯული ამისთჳს შეიქმოდა რისხვასა, რამეთუ ვერცა ერთმან ვინ სრულ-ყო იგი; და ვინაჲთგან არავინ იპოვა სრულ-მყოფელი შჯულისაჲ, ამისთჳს დადებამან შჯულისამან განაცხადა გარდამავალობაჲ შჯულისაჲ.
ჰრომაელთა მიმართ 4:15
14. რამეთუ უკუეთუ შჯულისაგანნი იგი არიან მკჳდრნი, ცალიერ არს სარწმუნოებაჲ, და განქარვებულ არიან აღთქუმანი იგი.15. რამეთუ შჯული რისხვასა შეიქმს, ხოლო სადა არა არს შჯული, მუნ არცა შჯულისა გარდასლვაჲ.16. ამისთჳს სარწმუნოებისაგან, რაჲთა მადლით იყოს მტკიცე აღთქუმაჲ იგი ყოვლისა ნათესავისაჲ, არა შჯულისაგანთა ხოლო, არამედ სარწმუნოებისაგანთაცა აბრაჰამისთა, რომელ არს მამაჲ ჩუენ ყოველთაჲ,
ჰრომაელთა მიმართ თავი 4