მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 4:25

24. არამედ ჩუენთჳსცა, რომელთადა-ესე შერაცხვად არს, რომელთა გურწამს აღმადგინებელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი მკუდრეთით,25. რომელი მიეცა ცოდვათა ჩუენთათჳს და აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 4
25. რომელი მიეცა ცოდვათა ჩუენთათჳს და აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს.
თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი მიეცა ცოდვათა ჩუენთათჳს, და აღდგა განმართლებისა ჩუენისათჳს (4,25).:

თარგმანი: აღმადგინებელი რაჲ გესმას უფლისაჲ მკუდრეთით, გონიერად გულისჴმა-ჰყოფდ, ვითარმედ მამაჲ აღადგინებს ძესა , დგინებელად ჴორცთა თჳსთა, ვე ესე ერთ არს, რამეთუ ბუნებითა ღმრთეებისაჲთა ერთ არს მოქმედებაჲ მამისა და ძისაჲ. და ღმრთეებაჲ არს აღმადგინებელ ჴორცთა, რომელნი-იგი ჩუენთჳს შეისხნა მხოლოდშობილმან ძემან, და ჩუენთა ცოდვათათჳს მოკუდა ჴორცითა, რაჲთა აღდგომითა მისითა განმამართლნეს ჩუენ. რამეთუ არა ამისთჳს განიკუთნნა ცოდვანი ჩუენნი და მიეჴადა საშჯელი სიკუდილისაჲ ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენ კუალად თანამდებ ვიყვნეთ სიკუდილსა და ცოდვასა, არამედ რაჲთა სრულიად განმართლებულ და უბრალო მყვნეს ჩუენ შეცოდებათა ჩუენთაგან.

პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელი მიეცა ცოდვათა ჩუენთათჳს (4,25).:

თარგმანი: სიბრძნით და ჴელოვნებით შემოვიდა უფლისათჳს სიტყუასა შინა და იტყჳს, ვითარმედ: არა თუ მას რაჲმე ბრალი და ცოდვაჲ აქუნდა და მისთჳს მოკუდა; თუ არა, არცამცა აღდგომილ იყო, ვითარცა არცა პირველ მისსა მომკუდართაგანი ვინ აღდგომილ არს თავით თჳსით, არამედ ჩუენთა ცოდვათათჳს მოკუდა უფალი, რაჲთა განგუათავისუფლნეს მათგან.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის