მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 4:5

4. ხოლო მოქმედსა მას სასყიდელი იგი არა შეერაცხების მადლით, არამედ თანა-ნადებით.5. ხოლო რომელი-იგი არა იქმნ და ჰრწამნ ხოლო განმამართლებელი იგი უღმრთოჲსაჲ, შეერაცხების სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ.6. ვითარცა-იგი დავით იტყჳს ნეტარებასა მას კაცისასა, რომელსაცა-იგი შეურაცხა ღმერთმან სიმართლე თჳნიერ საქმისა:
ჰრომაელთა მიმართ თავი 4
5. ხოლო რომელი-იგი არა იქმნ და ჰრწამნ ხოლო განმამართლებელი იგი უღმრთოჲსაჲ, შეერაცხების სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ.
თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო მოქმედსა მას სასყიდელი იგი არა შეერაცხების მადლით, არამედ თანანადებით. ხოლო რომელი-იგი არა იქმნ და ჰრწამნ ხოლო განმამართლებელი იგი უღმრთოჲსაჲ, შეერაცხების სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ (4,4-5).:

თარგმანი: განაცხადებს, ვითარმედ უმეტეს არს მადლით მინიჭებული განმართლებაჲ, რომელსა-იგი მიჰმადლებს სარწმუნოებაჲ უფროჲს საქმეთათჳს სასყიდლად მიცემულისა მის, რამეთუ ვინ არს ესოდენ ყოველსავე შინა უნაკლულოჲ სათნოებითა, რომელმან ყოვლითურთ ყოს ღმერთი თანამდებ თჳსსა, სრულებით მოქმედებითა ყოველთა მცნებათაჲთა. ხოლო სარწმუნოებით განმართლებული მადლით განმართლდების. და სადა ქრისტე მიჰმადლებდეს, უეჭუელად დიდთა მიჰმადლებს, ვითარ-იგი არიან: მადლი შვილებისაჲ, ძმა-ყოფაჲ ქრისტესი, მკჳდრ ღმრთისა ყოფაჲ, — რომელთაჲ-ამათ ოდესმცა უძლეთ მოგებად თჳსთა წარმართებათა მიერ! რამეთუ არა მცირე საქმე არს, რაჟამს ესოდენი სარწმუნოებაჲ აქუნდეს კაცსა, ვითარმედ ძალ-უც ღმერთსა არა ხოლო ღმრთისმსახურთაჲ, არამედ უღმრთოჲსაცა განმართლებაჲ, რომელი-ესე საქმე არს სულისა მჴნისა და ახოვნისაჲ. ამისთჳსცა ესევითარი იგი გულისსიტყუაჲ სიმართლედ შეერაცხების მას. ხოლო სიმართლე ბევრეულთა კეთილთა შემომკრებელ არს.

პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო რომელი-იგი არა იქმნ და ჰრწამნ განმამართლებელი იგი უღმრთოჲსაჲ (4,5).:

თარგმანი: ნუცა ამას ჰგონებ თუ სარწმუნოებაჲ უშრომელ არს. რამეთუ ახოანი სული უჴმს მასცა და მოსწრაფე, რამეთუ სარწმუნოებასა მას ჭეშმარიტსა იტყჳს. ხოლო ჭეშმარიტი სარწმუნოებაჲ ესე არს, რაჲთა ყოველივე, რომელი ბრძანებულ იყოს სარწმუნოებისა მის შჯულსა შინა, შეუორგულებელად იქმოდის.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის