მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 4:9

8. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხა უფალმან ცოდვაჲ.9. აწ უკუე ნეტარებაჲ ესე წინადაცუეთილებასა ზედა არსა ანუ წინადაუცუეთილებასაცა? რამეთუ ვიტყჳთ, ვითარმედ: შეერაცხა აბრაჰამს სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ.10. ვითარ უკუე შეერაცხა? წინადაცუეთილებასაღა იყო ანუ წინადაუცუეთილებასა? არა წინადაცუეთილებასა, არამედ წინადაუცუეთილებასა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 4
9. აწ უკუე ნეტარებაჲ ესე წინადაცუეთილებასა ზედა არსა ანუ წინადაუცუეთილებასაცა? რამეთუ ვიტყჳთ, ვითარმედ: შეერაცხა აბრაჰამს სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ.
თავი დ̂. მადლისა მისთჳს, რომლისა მიერ ხოლო განმართლდებიან კაცნი, არა ტომებით განყოფილნი, არამედ ნიჭისაებრ და მადლისა სწორებით, სახისა მისებრ აბრაჰამისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე ნეტარებაჲ ესე წინადაცუეთილებასა ზედა არს ანუ წინადაუცუეთილებასაცა. რამეთუ ვიტყჳთ, ვითარმედ: შეერაცხა აბრაჰამს სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ. ვითარ უკუე შეერაცხა; წინადაუცუეთილებასაღა იყო ანუ წინადაცუეთილებასა? - არა წინადაცუეთილებასა, არამედ წინადაუცუეთელობასა და სასწაულად მიიღო წინადაცუეთილებაჲ იგი ბეჭდად სიმართლისა, სარწმუნოებისა მის წინადაუცუეთილებასა მას შინა (4,9-11).:

თარგმანი: ამით დაამტკიცებს, ვითარმედ დავითის მიერ თქუმული ესე ნეტარებაჲ წინადაუცუეთილებასა შეეტყუების უფროჲს, ვიდრე არა წინადაცუეთილებასა, რამეთუ წინადაცუეთაჲ საქმე არს, ხოლო იგი თჳნიერ საქმეთა მისცემს ნეტარებასა მას, ვინაჲცა აბრაჰამ პირველ წინადაცუეთისა მიიღო სარწმუნოებისა მიერ სიმართლე. ხოლო რაჲთა არავინ თქუას, ვითარმედ ვინაჲთგან თჳთ მას სარწმუნოებისა მიერ განმართლებულსა საჭიროდ თანა-ედვა შემდგომად განმართლებისა წინადაცუეთაჲ, ამისთჳს თანა-აც აწინდელთაცა მორწმუნეთა, შემდგომად ქრისტეს მიეცა აბრაჰამს წინადაცუეთაჲ სამთა ამათ მიზეზთათჳს: რაჲთა სასწაულ იყოს სარწმუნოებისა და სახე მოქალაქობისა წმიდისა და განკრძალულისა და საცნაურ-მყოფელ აბრამმანისა ნათესავისა. ხოლო მიეცა არა ვითარცა მომატყუებელი სიმართლისაჲ, არამედ ვითარცა ბეჭედი და სასწაული სარწმუნოებითისა განმართლებისაჲ. ვინაჲცა აწ ქრისტეს მიერ განმართლებულნი არღარა მოქენე არიან წინადაცუეთისა, რაჟამს ნათელ-იღონ...

სრულად ნახვა
პირი დ მადლისა მისთჳს ღმრთისა, რომლითა განმართლდებიან კაცნი უსასყიდლოდ.
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე ნეტარებაჲ ესე წინადაცუეთილებასა ზედა არსა, ანუ წინადაუცუეთილებასაცა? — რამათუ ვიტყჳთ, ვითარმედ: შეერაცხა აბრაჰამს სარწმუნოებაჲ იგი მისი სიმართლედ (4,9).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ესე ნეტარებაჲ წინადაცუეთილობასა ზედა ოდენ არს ანუ წინადაუცუეთელობასაცა? რამეთუ, უკუეთუ იტყჳთ თუ — წინადაცუეთილობასა, — განგამტყუვნებს თქუენ აბრაჰამ მამაჲ თქუენი, რომელმან-იგი დადვა წინადაცუეთაჲ, და გამოაჩინებს, ვითარმედ წინადაუცუეთელობასაცა ზედა მივალს ესე ნეტარებაჲ, რამეთუ თჳთ მან წინადაუცუეთელობასა შინა პოვა განმართლებაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის