თარგმანი: კუალად მისვე პირისა დამტკიცებად იღუწის, რამეთუ, ვინაჲთგან საკჳრველად ჩნდა დადებულად ერთისა იესუ ქრისტეს სიკუდილითა ყოველთა კაცთა ცხორებაჲ, ამისთჳს მრავლითა სახითა დაამტკიცებს მას.
17. რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა სიკუდილი სუფევდა ერთისა მისგან, რაოდენ უფროჲს, რომელნი-იგი უმეტესსა მას მადლისასა და ნიჭსა სიმართლისასა მიიღებენ ცხორებასა შინა სუფევდენ ერთისა მისგან იესუ ქრისტესა.18. ვითარცა-იგი ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა დასაშჯელად, ეგრეცა ერთისა მის სიმართლისათჳს ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებელად ცხორებისა.19. რამეთუ ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოჴდეს მრავალნი, ეგრეცა ერთისა მის კაცისა მორჩილებითა მართალნი შემოვიდენ მრავალნი.
ჰრომაელთა მიმართ თავი 5