თარგმანი: ამას გამოაჩინებს, ვითარმედ ცოდვაჲ იყო ვითარცა მეფე, და სიკუდილი — ვითარცა მჴედარი მისი. მის მიერ შეიჭურვოდა და მის მიერ მოივლინებოდა კაცთა ზედა. აწ უკუეთუ ცოდვაჲ სიკუდილსა შესჭურვიდა, საცნაურ არს, ვითარმედ დამჴსნელი მისი სიმართლე, ქრისტეს მიერ მოცემული, არა თუ ოდენ აღსძურცის სიკუდილსა თჳსისა საჭურველისაგან, არამედ სრულიადცა მოაკუდინებს და დაჰჴსნის მძლავრებასა მისსა, და მისისა მის მონებისაგან ჴსნილთა ზედა სუფევს სიმართლითა მისითა და მადლითა მით მიუწდომელითა.
ჰრომაელთა მიმართ 5:21
თარგმანი: თჳთ სიტყუაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: შჯულმან თანა-განვლო, რამეთუ ამისთჳს არა თქუა, თუ შჯული მოგუეცა, რაჲთა "თანა-განვლითა" წუთ-ჟამობაჲ მისი მოგუასწავოს. ხოლო რაჲთაჲ ესე აწინდელი არა მიზეზთა თქუმისაჲ არს, არამედ საქმეთა შემთხუევისაჲ, რამეთუ არა ამისთჳს მოეცა შჯული, რაჲთა განამრავლოს, არამედ რაჲთა განაქარვოს ცოდვაჲ, არამედ უდებებამან და ურჩებამან შჯულისა მიმღებელთამან განმაქარვებელი იგი ცოდვისაჲ განმამრავლებელ მისსა ყო, რაჟამს მრავალთა მათ და წულილადად მოცემულთა მცნებათა შჯულისათა გარდამავალობაჲ შემატება იქმნა ცოდვისა.
ხოლო შენ იხილე განმრავლებასა თანა ცოდვათასა გარდამატებაჲ მადლისაჲ; ვითარ არა ხოლო აღჴოცაჲ ცოდვათაჲ, არამედ უხუებაჲცა ნიჭთაჲ მოართუა კაცთა; და განიხილე შორის შჯულისა და მადლისა, ვითარ-იგი დასართველ ექმნა საშჯელისა, ხოლო ესე - შეძინება ნიჭისა. და კუალად განიხილე, ვითარ გარდასლვაჲ იგი შჯულისაჲ და მის ძლით განმრავლებაჲ ცოდვისაჲ ყო გარდამატება მადლთა, უღონოთაგან ღონისა მყოფელმან ღმერთმან, რაჟამს სხუებრ კურნებად ვერ შესაძლებელსა მას სენსა კაცთასა, მკურნალად მოუვლინა ძე ოქსი მხოლოდშობილი, რომლისა მოსლვამან...
თარგმანი: ამას გამოაჩინებს, ვითარმედ ცოდვაჲ იყო ვითარცა მეუფჱ და სიკუდილი — ვითარცა მჴედარი მისი. მის მიერ შეიჭურვოდა და მის მიერ მოივლინებოდა კაცთა ზედა. აწ უკუეთუ ცოდვაჲ შესჭურვიდა სიკუდილსა, საცნაურ არს, ვითარმედ დამჴსნელი მისი სიმართლჱ, ქრსტეს მიერ მოცემული, არა თუ ოდენ აღძრცჳს სიკუდილსა თჳსისა საჭურველისაგან, არამედ სრულიადცა მოაკუდინებს, და დაჴსნის მეფობასა მისსა.
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის