მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 4

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

პავლესი: რამეთუ რჩულისა მოწევნადმდე ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა და ცოდვაჲ იგი არად შერაცხილ იყო, რამეთუ არღა იყო რჩული, არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან მოსესამდე და მათ ზედაცა, რომელთა არა ეცოდა (5,13-14).

თარგმანი: ამას მოასწავებს, ვითარმედ: ვიდრე მოსესამდე შჯული არა იყო, არამედ მოსე დადვა შჯული და განკრძალვაჲ ცოდვისაგან, და ვანაჲთგან დადვა მოსე შჯული ღმრთისა მიერ, მაშინდითგან დაისჯებოდეს კაცნი გარდასლვისათჳს შჯულისა, და ეუფლებოდა მათ მისთჳს სიკუდილი, რამეთუ გამოაჩინებდა შჯული ცოდვისა საქმესა, და იყო იგი საცნაურ, ხოლო პირველ რჩულისა, დაღაცათუ იყო ცოდვაჲ სოფელსა შინა, არამედ არად შერაცხილ იყო ცოდვად, და ვინაჲთგან ცოდვისაგან მიიღებს სიკუდილი უფლებასა, ხოლო რაჟამს რჩული არა იყო, არა ჩნდა ცოდვაჲ, ვითარ სუფევდა სიკუდილი. ამისთჳს საცნაურ არს, ვითარმედ არა მით ცოდვითა რჩულისა გარდასლვისაჲთა აქუნდა მაშინ სიკუდილსა უფლებაჲ, არამედ ცოდვითა მით ადამის გარდასლვისაჲთა იგი იყო ყოველთა ამჴოცელ. ამისთჳს პარველ რჩულისაცა ყოველნი სიკუდილისა მძლავრებასა შთავარდებოდეს.

პავლესი: მსგავსად გარდასლვისა მის ადამისა, რომელ-იგი არს სახჱ მერმეთა მათ ჟამთაჲ (5,14).

თარგმანი: ვითარ არს იგი სახჱ მერმეთა ჟამთაჲ? — გარნა ესრეთ, რამეთუ ვითარცა-იგი მისგანთა მათ დაღაცათუ არა ყოველთა ეჭამა ხისა მისგან, გარნა მომატყუებელ სიკუდილისა ექმნა, ეგრეთვე ქრისტჱ ჩუენ მისთა მორწმუნეთა, რომელთა პირველ არარაჲ სიმართლჱ გუექმნა, არამედ უფროჲსად განმარისხებელ მისა ვიყვენით, გუექმნა მომატყუებელ სიმართლისა და ცხორებისა, რომელი-იგი ჯუარისა მიერ ყოველთა მოგუმადლა.

პავლესი: რჩული შორის შემოვიდა, რაჲთა განმრავლდეს ცოდვაჲ (5,20).

თარგმანი: არა თუ რჩული ამისთჳს შემოვიდა, რაჲთა განამრავლოს ცოდვაჲ, — ნუ იყიფინ! — არამედ ამას მოასწავებს მოციქული, ვითარმედ რჩული მოეცა, რაჲთა განაქარვოს და დაჰჴსნას ცოდვაჲ, არამედ იგი უფროჲს განმამრავლებელ იქმნა ცოდვისა. ვითარ? — არა თუ თჳსისა ბუნებისაგან იქმნა რჩული განმამრავლებელ ცოდვათა, არამედ უკეთურებისაგან გონებათა მათთასა, რომელთა მოეცა, რამეთუ რჩულმან ბევრეულნი მცნებანი მოსცნა კაცთა მათ, ხოლო ვინაჲთგან ყოველთავე გარდაჰჴდეს, ამისთჳს განმრავლდა ცოდვაჲ მათი. აწ ახილე გარდამატებულებაჲ იგი ქრისტეს მადლისაჲ და რაჲზომ განყოფილ არს შჯულისაგან, რამეთუ იგი დასჯისა შემმატებელ იქმნა, ხოლო ამან გარდაჰმატა მადლი, რამეთუ არა სატანჯველისაგან ოდენ განგუათავისუფლნა, არამედ ცოდვათაგანცა, და ცხორებაჲ მოგუანიჭა.

პავლესი: რაჲთა ვითარცა სუფევდა ცოდვაჲ იგი სიკუდილსა შინა, ეგრეთცა მადლი სუფევდეს სიმართლითა (5,21).

თარგმანი: ამას გამოაჩინებს, ვითარმედ ცოდვაჲ იყო ვითარცა მეუფჱ და სიკუდილი — ვითარცა მჴედარი მისი. მის მიერ შეიჭურვოდა და მის მიერ მოივლინებოდა კაცთა ზედა. აწ უკუეთუ ცოდვაჲ შესჭურვიდა სიკუდილსა, საცნაურ არს, ვითარმედ დამჴსნელი მისი სიმართლჱ, ქრსტეს მიერ მოცემული, არა თუ ოდენ აღძრცჳს სიკუდილსა თჳსისა საჭურველისაგან, არამედ სრულიადცა მოაკუდინებს, და დაჴსნის მეფობასა მისსა.