მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 5:4

3. არა ხოლო ესე, არამედ ვიქადითცა ჭირთა შინა, უწყით, რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს,4. ხოლო მოთმინებაჲ – გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ – სასოებასა.5. ხოლო სასოებამან არა არცხჳნის, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ განფენილ არს გულთა შინა ჩუენთა სულითა წმიდითა, რომელი-იგი მოცემულ არს ჩუენდა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 5
4. ხოლო მოთმინებაჲ – გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ – სასოებასა.
პირი ე სასოებისა მისთჳს მის საუკუნოჲსა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა ხოლო ესე, არამედ ვიქადით-ცა ჭირთა შინა, რამეთუ უწყით, ვითარმედ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲ წღ-გამოცდილებასა (5,3-4).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა თუ ესე ხოლო გუაქუს სიქადულად, რომელ ვთქუენ მოცემულნი ესე ჩუენდა კეთილნი და მერმესა მასცა საუკუნესა მოცემადნი, და არა მათთჳს ოდენ ვიქადით, არამედ რომელნი-ესე წინააღმდგომად შერაცხილ არიან, მათ ზედაცა ვიქადით, რომელ არიან ჭირნი და განსაცდელნი და ღელვანი. ხოლო თუ ვინმე თქუასო თუ — რად იქადი ჭირთა ზედა, — უწყოდენ, ვითარმედ ამისთჳს ვიქადით ჭირთათჳს, რამეთუ მოთმინებასა გუასწავლიან. და უკუეთუ იტყჳთ თუ — და მოთმინებისა სარგებელი რაჲ არს, — ესე არს, რამეთუ გამოცდილ და გამოჴურვებულ გუყოფს. ხოლო გამოცდილებაჲ იგი ესევითარი საუკუნეთა მათ კეთილთა სასოებასა მოგუცემს, და რომელსა მათი სასოებაჲ აქუნდეს, არაოდეს ჰრცხუენეს მას, რამეთუ რომელი კაცსა ესვიდეს, მრავალგზის ცუდ იქმნის სასოებაჲ მისი, ხოლო რომელი ღმერთსა ესვიდეს, არაოდეს ჰრცხუენეს მას; და ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: არა თუ კეთილთა ამათ ზედა ოდენ, რომელნი გუქონან, ვიქადით, არამედ მათ ზედაცა, რომელთა მოველით. ვითარმცა აწვე მოსრულ იყვნეს, ვიქადით, რამეთუ ესე არს საქმე მტკიცისა სარწმუნოებისაჲ. ხოლო კეთილად თქუა თუ "დიდებითა ღმრთისაჲთა", რამეთუ, რაჟამს აღთქუმანი...

სრულად ნახვა
თავი ე̂. განმზადებულისა მისთჳს სასოებისა და მადლისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა ხოლო ესე, არამედ ვიქადით-ცა ჭირთა შინა. უწყით, რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინებაჲ - გამოცდილებასა, ხოლო გამოცდილებაჲ — სასოებასა, ხოლო სასოებამან არა არცხჳნის, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ განფენილ არს გულთა ჩუენთა, სულითა წმიდითა, რომელი მოცემულ არს ჩუენდა (5,3-5).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო მერმეთა მათ მოცემადთა კეთილთა ზედა ვიქადით, არამედ, რომელ-იგი წინააღმდგომცა ვიეთმე ჰგონიან, — ჭირთა ზედა ამის სოფლისათა, რომელნი-იგი მოთმინებასა შემძენენ ჩუენ. ხოლო მოთმინებისა შესაძინელი არს, რაჲთა ესოდენი გამოცდილებაჲ მისცეს კაცსა, ვიდრემდის არღარა ეწყინებოდის შემთხუევაჲ ჭირთაჲ. ხოლო გამოცდილებაჲ მოატყუებს სასოებასა საუკუნეთა კეთილთასა. ხოლო რომელი მათდა მიმართ ესვიდეს, ესევითარსა მას არა ჰრცხუენეს რამეთუ კაცთა მიმართ სასოებაჲ მრავალგზის განცრუვნის, ხოლო ღმრთისა მიმართი არაოდეს განცრუვნების. და ვინაჲ ცხად არსო, ვითარმედ უეჭუელად მოგუცემს ღმერთი მერმეთა კეთილთა? - გარნა თუ აქაჲთვე, რამეთუ სული წმიდაჲ მისი მოჰფინა ჩუენ ზედა. [რაჲსათჳს-მე? — გარნა რამეთუ შემიყუარნა ჩუენ და საქმით მოგებულად], არამედ მადლით მონიჭებულად მოგუფინა მადლი სულისა წმიდისაჲ.

სხუაჲ თარგმანი ჳკუმენისი: კეთილად სახელ-სდვა სიყუარულად ღმრთისა ნიჭსა სულისა წმიდისასა, რომელი სიყუარულისათჳს, რომლითა მან შემიყუარნა ჩუენ, მდიდრად მოჰფინა გულთა ჩუენთა. ამისთჳს თქუა გულთა, რამეთუ საცნაურ და...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის