მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

სახარებაჲ მათესი 6

სახარებაჲ მათესი 6 განმარტებები

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ეკრძალენით ქველისსაქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათდა“ (6,1).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მიუთხრა ყოველი წესი საღმრთოჲსა მოქალაქობისაჲ და უჩუენა გზაჲ სისრულისაჲ, აწ კუალად ჴელ-ჰყოფს ვნებასა მასცა, ყოველთა ვნებათა უმძლავრესსა, უჩინო-ყოფად კაცთაგან, რომელ არს ცუდადმზუაობრობაჲ, რომელი-იგი შეუდგს და თანაჰყვების მოქმედთა სათნოებისათა, რაჲთამცა ცუდ-ყვნა შრომანი მათნი. ხოლო პირველითგან არარაჲ თქუა ამისთჳს, რამეთუ არცა საჴმარ იყო პირველ სწავლისა ყოფად...

სარჩევი

საყვარელნო, ძმანო, ქრისტიანენო! ვგონებ, რომელ მრავალნი თქვენ შორის ემზადებით ხვალისათვის ზიარებასა და დღეს უნდა სთქვათ აღსარება წინაშე მოძღვრისა თქვენისა, ამისთვის მსურს წინადაგიგო თქვენ რაოდენიმე ჰაზრი მას ზედა, თუ რაი არს აღსარება, ვინ და რისთვის დააწესა აღსარება, და უმეტესად, როგორ უნდა მოემზადოს ქრისტიანე აღსარებისათვის, უკეთუ სურს მიიღოს მისგან სრული სარგებლობა სულიერი.

მონანება და აღსარება არს ერთი შვიდთა საიდუმლოთაგანი. საიდუმლონი, ვითარცა უწყით თქვენცა, დააწესა უფალმან ჩვენმან იესო...

ძველითგან მიღებულისა ჩვეულებისა-მებრ მართლ-მადიდებელსა ეკლესიასა შინა, აწინდელსა დღესა ქრისტიანენი გამოითხოვენ შენდობასა ურთიერთთა შორის, შეურიგდებიან ერთი მეორეს და მიუტევებენ, რაიცა ჰქონდათ უკმაყოფილება ანუ გულ-ნაკლულევანება ერთს მეორესაზედა. ამისათვის ეწოდებოდა დღესა ამას კვირიაკე შენდობისა. ნუ დავივიწყებთ ჩვენცა. ძმანო მართლ-მადიდებელნო, წმიდასა ამას ჩვეულებასა, აღვასრულოთ იგი გულ-წრფელად. მიხედეთ, რა სახით შეგვაგონებს მაცხოვარი აღსრულებასა ამა მცნებისასა: უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და რაჟამს იმარხვიდეთ, ნუ იყოფით, ვითარცა-იგი ორგულნი, მწუხარე, რამეთუ განირყუნიან პირნი მათნი, რაჲთა ეჩუენნენ კაცთა მმარხველად“ (6,16).

კეთილ არს ამას სიტყუასა ზედა დიდად სულ-თქუმაჲ და მწარედ გოდებაჲ, რამეთუ არა ხოლო თუ ორგულთა ვჰბაძავთ, არამედ მათცა ფრიად გარდავემატებით, რამეთუ ვიცნი მრავალნი ჩუენ შორის, რომელნი არა ხოლო თუ იმარხვენ და ეჩუენებიან კაცთა, არამედ არცა თუ იმარხვენ და მარხვასა იჩემებენ და სახესა მმარხველობისასა უჩუენებენ კაცთა და მიზეზსა წინაგჳყოფენ...

სარჩევი
სიტყვა ყველიერის კვირიაკესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოკლე არს, ძმანო, დღეს წაკითხული სახარება; იგი იპყრობს თვის შორის არა უმეტეს რვათა მუხლთა, გარნა რაოდენნი მშვენიერნი და ღრმანი არიან მას შინა ჰაზრნი! ორთა პირველთა მუხლთა შინა აწინდელისა სახარებისასა მაცხოვარი გვასწავლის ჩვენ, რათა მიუტევებდეთ მოყვასთა შეცოდებათა მათთა და აღგვითქვამს ჩვენ, რომ მხოლოდ ამ პირობით მამაცა ჩვენი მოგვიტევებს ჩვენ შეცოდებათა ჩვენთა. სამთა სხვათა მუხლთა შინა იგი გვაფრთხილებს ჩვენ, რათა არა ვმარხულობდეთ მსგავსად ფარისეველთა, ესე იგი გარეგანითა სახითა, საჩვენებლად კაცთა,...

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ვერვის ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ ერთი იგი მოიძულოს და სხუაჲ იგი შეიყუაროს, ანუ ერთისა მის თავსიდვას და ერთი იგი შეურაცხ-ყოს“ (6,24).

ჰხედავა, ვითარ მცირედ-მცირედ წარმავალთა ამათ და განხრწნად-თაგან განგუაშორებს და მრავლით კერძო მოძღურებასა მას უპოვრებისასა შემოიღებს და მძლავრებასა მას ვეცხლისმოყუარებისასა განიოტებს? რამეთუ არა კმა-ეყვნეს ზემოთქუმულნი იგი მრავალნი და ძლიერნი სწავლანი, არამედ სხუანიცა შესძინა უმრავლესნი და უსაშინელესნი სიტყუანი.

რამეთუ...

სარჩევი

ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარ-იგი აღორძნდის: არა შურებინ, არცა სთავნ. ხოლო გეტყჳ თქუენ: არცაღა თუ სოლომონ ყოველსა მას დიდებასა მისსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი“ (6,28-29).

თ ა რ გ მ ა ნ ი: პირველად თქუა საზრდელისათჳს და გამოაჩინა, ვი-თარმედ არა ჯერ-არს ამისთჳს ზრუნვაჲ, და აწ უადვილესისა მიმართ შეცვალა სიტყუაჲ თჳსი, რამეთუ არა ესრეთ საჭირო არს სამოსელისა საჴმარი, ვითარ საზრდელისაჲ.

ხოლო რაჲსათჳს არა იჴმარა აქაცა იგივე სახე მფრინველთაჲ, რამეთუ არიან...

სარჩევი