თარგმანი: ამიერითგან იწყო განკრძალებად მსმენელთა, რაჲთა არა უდებ-იყვნენ, მადლი რაჲ ესმას, და წარჴსნილად ცოდვიდენ. ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: ნუ გგონიეს თუ, ვითარ-იგი პირველ ქმნულთა ცოდვათა აღჴოცაჲ, ეგრეთვე შემდგომთაჲცა აქუს მადლსა ნათლისღებისასა. არამედ მიერითგან უმეტესისა კრძალვისა ღირს არს, რაჲთა ერთგზის განბანილი და უეჭუელად ბრალთაგან განწმედილი უშრომელითა მით საბანელითა ემბაზისაჲთა არა კუალად შეიმწინკულოს ცოდვითა, და ყოვლად სატკივარსა მას მოქენე იქმნეს საბანელსა ცრემლთასა.
ჰრომაელთა მიმართ 6:15
14. და ცოდვაჲ თქუენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ხართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა.15. აწ უკუე რაჲ? ვცოდვიდეთ-მეა, რამეთუ არა ვართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა? ნუ იყოფინ!16. არა უწყითა, რამეთუ რომელსა-იგი წარუდგინენით თავნი თჳსნი მონად მორჩილებისა, მონანი ხართ, რომელსაცა-იგი ერჩით; გინა თუ ცოდვასა სიკუდილდ ანუ მორჩილებად სიმართლესა?
ჰრომაელთა მიმართ თავი 6