მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 6:14

13. ნუცა წარუდგინებთ ასოთა მაგათ თქუენთა საჭურველად სიცრუისა ცოდვასა, არამედ წარუდგინენით თავნი თქუენნი ღმერთსა, ვითარცა მკუდრეთით ცხოველნი, და ასონი ეგე თქუენნი საჭურველად სიმართლისა ღმერთსა.14. და ცოდვაჲ თქუენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ხართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა.15. აწ უკუე რაჲ? ვცოდვიდეთ-მეა, რამეთუ არა ვართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა? ნუ იყოფინ!
ჰრომაელთა მიმართ თავი 6
14. და ცოდვაჲ თქუენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ხართ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა.
თავი ზ საქმეთა კეთილთათჳს, რომელნი ჯერ-არიან სარწმუნოებისა თანა]
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ცოდვაჲ თქუენ ზედა არა უფლებდეს, რამეთუ არა ხართ თქუენ შჯულსა ქუეშე, არამედ მადლსა (6,14).:

თარგმანი: ჴორცნი ჩუენნი პირველ ქრისტეს მოსლვისა უფლებულ იყვნეს ცოდვისა მიერ, რამეთუ სიკუდილსა თანა სხუანიცა მრავალნი ცოდვათა სიმრავლენი შემოვიდეს, და ძნელ იყო მოქცევაჲ სათნოებად, რამეთუ არცა სული წმიდაჲ გაქუნდა შემწედ, არცა ნათლისღებაჲ, მომაკუდინებელი ცოდვისაჲ. ოდენ შჯული იყო, რომელი გუეტყოდა, ვითარმედ —ესე რაჲმე ქმენ და მას რასმე ნუ იქმ! — და სხუასა არარას გუარგებდა სწავლითა თჳსითა. ხოლო ვინაჲთგან ქრისტე მოვიდა, ბრძოლაჲ ჩუენი ადვილ იქმნა. და აწ, უკუეთუ არა სრულიად დავიჴსნნეთ, და მივსცნეთ თავნი ჩუენნი გულისთქუმასა ცოდვისასა, ვერ გუეუფლების ჩუენ ცოდვაჲ, რამეთუ არღარა მოსეს შჯულსა ქუეშე ვართ, რომელ ოდენ გუეტყჳს და სხუაჲ არარაჲ, არამედ ქრისტეს მადლი არს, რომელი-იგი გარდასრულთა შეგჳნდობს და მომავალთა მიმართ შეგუეწევის და განგუამტკიცებს. რამეთუ იგი შემდგომად დიდთა მათ ჭირთასა აღუთქუმიდა გჳრგჳნსა, ხოლო ქრისტე პირველად გჳრგჳნოსან-გუყოფს ნათლისღებითა და მადლითა სულისა წმიდისაჲთა, და ესრეთ შემავლენს ბრძოლად. და უკუეთუ ვსძლოთ, მერმე უვაღრესსა გჳრგჳნსა მოგუცემს. და შჯული ამხილებს ცოდვასა, ხოლო ქრისტე დაჰჴსნის ცოდვათა, რამეთუ ვითარცა იგი...

სრულად ნახვა
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ცოდვაჲ თქუენ ზედა არა უფლებდესო (6,14).:

მოციქულისაჲ: რომელნი-ესე მოვკუედით ცოდვითა, ვითარ უკუე მერმე ვსცხონდებოდით მას შინა? (6,2).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან გურწმენა და ნათელ-ვიღეთ, მკუდარ-ვიქმნენით ცოდვისაგან, არღარას ზედა ვმორჩილებდეთ მას, რამეთუ ესე ერთგზის ჰქმნა ნათლის-ღებამან, რომელ მოგუაკუდინა მისგან. აწ უკუე ჩუენსა ნებასა და მოსწრაფებასა ზედა არს, რომელ, დაღაცათუ ბევრეულ გუეტყოდის ცოდვა, არა ვმორჩილებდეთ მას, არამედ ვიყვნეთ აღუძრველ მისა მიმართ, ვითარცა მკუდარნი.

მოციქულისაჲ: რომლითა ნათელს-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ (6,3).

თარგმანი: რაჲ არს ესე თუ "სიკუდილისა მიმართ ნათელ-ვიღეთ"? — ესე იგი არს, რაჲთა, ვითარცა იგი მოკუდა, ეგრეთცა ჩუენ მოვკუდეთ ცოდვისაგან, რამეთუ ჯუარცუმა ჩუენდა არს ნათლისღებაჲ. და ვითარცა ქრისტეს სიკუდილისა მიზეზ ჯუარცუმაჲ და საფლავი იქმნა, ეგრეთვე ჩუენდა მიზეზ ცოდვისა სიკუდილი არს ნათლისღებაჲ; დაღაცათუ არა ერთითა სახითა არს ჩუენი და მისი, რამეთუ იგი ჴორცითა მოკუდა და აღდგა, ხოლო ჩუენ ცოდვისაგან მოვკუდებით და აღვდგებით სულითა მკუდრობისა მისგან სულიერისა. და ამისათჳს არა თქუა თუ თანანერგ...

სრულად ნახვა
თავი ჱ. დაწყებისათჳს მადლიერისა ამის ჩინებისა ჩუენისაებრ ცხორებისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ წარუდგინენით თავნი თქუენნი ღმერთსა, ვითარცა მკუდრეთით ცხოველნი, და ასონი ეგე თქუენნი —საჭურველად სიმართლისა ღმერთსა. და ცოდვაჲ თქუენ ზედა არა უფლებდეს (6,13-14).:

მოციქულისაჲ: ნუ უკუე სუფევნ ცოდვაჲ მობთ ასოთა მაგათ თქუენთა საჭურველად სიცრუვისა ცოდვასა (6,12-13).

თარგმანი: სიტყვაჲ ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ნუ უკუე მეფობ. ესე იგი არს, რამეთუ ყოველსა ადგილსა განიყოფებიან სახელნი ესე მეფობისა და მძლავრებისაჲ, და მეფე უწოდიან მას, რომელი რწმუნებით და ნებსით შჯულიერად იპყრობდეს კაცთა, ხოლო მძლავრ - მას, რომელი უნებლიეთ და გარეშე შჯულთა სამეუფოთა უმშჯავროდ მპყრობელ იყოს ქუეყანისა. ამისთჳს აწ მოციქულმან არა თქუა, ვითარმედ: "ნუ ჰმძლავრობნ", არამედ "ნუ მეფობნ ცოდვაჲ მოკუდავთა მაგათ ჴორცთა თქუენთა ზედა", რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვასა იძულებით მძლავრებაჲ ჩუენი, არა თუ ჩუენ თჳთ ნებსით ვჰმორჩილობდეთ მას. არამედ რომელიმე ჩუენი არს და რომელიმე მისი. რამეთუ აღძრვასა ჴორცთაჲ ბუნებითი არს ჩუენ შორის, ხოლო ქმნაჲ და არაქმნაჲ ჩუენისა ნებისა და აღრჩევისა საქმე არს; გინათუ გჳნდეს, და თუ არა გუენებოს მორჩილებად ცოდვისა გულისთქუმათა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის