თარგმანი: ყოვლით კერძო თავისუფალ ჰყოფს შჯულსა, და ცოდვასა მიაჩემებს მკლველობასა თჳსსა, რამეთუ სიწმიდემან შჯულისამან გამოაჩინა არაწმიდებაჲ ცოდვისაჲ, და საჩინო ყო ყოველი იგი გესლი, სიკუდილისა მომატყუებელი; რაჲთა ესრეთ, რომელნი ივლტოდინ მისგან, ცხოვნდენ; ხოლო რომელნი ჰყუარობდენ-ღა მას, გარდარეულად იქმნნენ ცოდვილ ურჩებისათჳს, მცნებისა მისგან განმაყენებელისა.
ჰრომაელთა მიმართ 7:13
12. ამიერითგან შჯული წმიდა არს, და მცნებაჲ იგი წმიდა და მართალ და კეთილ.13. აწ უკუე კეთილი იგი მე სიკუდილ მექმნაა? ნუ იყოფინ! არამედ ცოდვაჲ იგი, რაჲთა ჩნდეს ცოდვა კეთილითა მით, რომელი იქმნა ჩემდა სიკუდილ, რაჲთა იყოს გარდარეულად ცოდვილ ცოდვაჲ იგი მცნებისა მისგან.14. ესე უწყით, რამეთუ შჯული სულიერ არს, ხოლო მე ჴორციელ ვარ და განფრდილ ცოდვასა შინა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 7