თარგმანი: გამოაჩინებს ცთუნებასა მას ცოდვისა მიერსა, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: ბუნებით მნებავს ქმნაჲ კეთილისაჲ, გარნა მოვალს გულის-თქუმაჲ და დამარწმუნებს ქმნად ბოროტისა, რომელი-იგი არა ჰნებავს გონებასა მას შინაგანსა, არამედ სძულს.
18. რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ჴორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნებაჲ იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ.19. რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ.20. ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 7