თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ვაქებდე რჩულსა მას სჳნიდისითა ჩემითა და ვჰპოებ მას, ვითარმედ, უკუეთუ მინდეს კეთილისა ქმნად, შემეწევის დიდად, დაღაცათუ მე ბოროტი წინა-მიც, ესე იგი არს, ვითარმედ ბოროტსა ვიქმ. არამედ ვიცი, ვითარმედ: უკუეთუ ვინებო კეთილისა ქმნად, თანაშემეწეოდის და განზრახვასა მას ჩემსა განაძლიერებდეს, რამეთუ, რაჲზომცა თანა-მენებოს მისა (ესე იგი არს, ვითარმედ: ვეწამებოდი), იგიცა მაშინ აქებს განზრახვასა ჩემსა.
ჰრომაელთა მიმართ 7:21
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ ვაქებ შჯულსა მას სჳნიდისითა ჩემითა და ვჰპოებ მას, ვითარმედ, უკუეთუ მინდეს კეთილისა ქმნაჲ, შემეწევის, რაჲსათჳსღა უკუე ვიქმო ბოროტსა? ამისთჳსო, რამეთუ ბოროტი წინა-მიც. ესე იგი არს, ჩუეულებაჲ მისი მმძლავრობს, რომელ, დაღაცათუ მინდეს ქმნაჲ კეთილისაჲ, ვერ-ვე ძალ-უც შჯულსა შეწევნად, რამეთუ თჳნიერ წუევნისა ოდენ კეთილისა მიმართ —სხუაჲ ვერარაჲ ძალ-უც. ამისთჳს უკუე კეთილ არს დატევებაჲ მისი, რამეთუ ამას ისწრაფის გამოჩინებად, ვითარმედ კეთილ არს დატევებაჲ შჯულისაჲ მის და მისლვაჲ ქრისტესა, რომელი არა ოდენ გუაწუევს კეთილისა მიმართ, არამედ განა...
თარგმანი: ზემო იტყოდა რაჲ, ვითარმედ: "არა რომელი-იგი მნებავს კეთილი მას ვჰყოფ", — ამით სიტყჳთა არსებაჲ სულისა და ჴორცთაჲ თავისუფალ ყვნა ბრალობისაგან; რამეთუ უკუეთუ არა ჰნებავს ბოროტი, თავისუფალ არს სული; და უკუეთუ არა, რაჲ-იგი ჰნებავს, მას ჰყოფს, თავისუფალ არიან ჴორცნი. ესე იგი არს, ბუნებით არცა სულისაჲ არსებაჲ ბოროტ არს, არცა ჴორცთაჲ, რამეთუ ღმერთმან კეთილად შექმნნა იგინი. არამედ თჳთმფლობელმან ნებამან, რომელიცა აღირჩიოს, მასცა იქმს, და რომელსაცა მრავალჟამეულად იქმოდის, მასცა დაამკჳდრებს კაცისა შინა, ? და მიერითგან ჰმძლავრობს; არათუ — კეთილი გინა ბოროტი, არამედ ჩუეულებაჲ, რომელსაცა მრავალჟამ ჩუეულ იყოს. რამეთუ ნებებაჲ ღმერთსა დაუნერგავს და ბუნებითი არს ჩუენ შორის, ხოლო ბოროტი თუ გჳნდეს გინა კეთილი, ესე ჩუენისა თჳთმფლობელისა ნებისაჲ არს, რამეთუ კეთილი უიძულებელ არს და ნებსით ქმნასა მისსა შეუდგს მიღებაჲ...
მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის