მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 7:24

23. და ვხედავ სხუასა შჯულსა ასოთა შინა ჩემთა, რომელი-იგი წინა-განეწყვების შჯულსა მას გონებისა ჩემისასა და წარმტყუენავს მე შჯულითა მით ცოდვისაჲთა, რომელი-იგი არს ასოთა შინა ჩემთა.24. უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ-მე მიჴსნეს ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?25. ხოლო ვჰმადლობ ღმერთსა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა. აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ რჩულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა შჯულსა ცოდვისასა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 7
24. უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ-მე მიჴსნეს ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?
თავი ი̂. ვნებათა მათთჳს, რომელნი არიან კაცობრივსა ბუნებასა შინა, რომელნი-იგი განგუწვალებენ შეთქუმულებისაგან შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უბადრუკი ესე კაცი, ვინ-მე მიჴსნას ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა? ხოლო ვჰმადლობ ღმერთსა ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა (7,24-25).:

თარგმანი: არა ჴორცთა ამათგან ჴსნასა ითხოვს, არამედ ჴორციელთა საქმეთაგან, რომელნი-იგი შეამთხუევენ სულიერსა სიკუდილსა, და ბოროტთა მათგან გულისთქუმათა სიკუდილთა სულისათა, რამეთუ ესენიცა ჴორცთა შინა იშვებიან.

აწ უკუე თჳთვე იკითხავს, და თჳთვე მიუგებს თავსა თჳსსა სიტყუასა სამადლობელსა, ვითარმედ: აჰა, გიპოვნიეს მჴსნელი შენი შემთხუევათაგან სიკუდილისათა, რომელ არს ღმერთი მამაჲ, რომელმან ძისა მიერ თჳსისა იესუ ქრისტესსა მიჴსნნა მისგან, რაჟამს ჩუენ ყოველთათჳს სიკუდიდ მისცა იგი, რომლისათჳს ჰმადლობს მას.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 6
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: უბადრუკი მე ესე კაცი ვინ-მე მიჴსნას ჴორცთა ამათგან სიკუდილისათა? (7,24).:

თარგმანი: ნუ ჰგონებ თუ ჴორცთა რასმე აბრლებს, რამეთუ არა თქუა "ჴორცნი ცოდვისანი", არამედ "ჴორცნი სიკუდილისანიო", და ამას იტყჳს, ვითარმედ: გან-მცა-ვინ-მათავისუფლა მძლავრებისა ამისგან ცოდვათაჲსა, რომელთა მიერ იქმნნეს ჴორცნი ესე ჴორც სიკუდილის, რაჲთამცა მომეცნეს მე ჴორცნი თავისუფალნი ცოდვისაგან და სიკუდილისა.

თავი ი
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უბადრუკი მე ესე კაცი ვინ-მე მიჴსნას ჴორცთა ამათგან სიკუდილისათა? (7,24).:

თარგმანი: ნუ ჰგონებ თუ ჴორცთა რასმე აბრალებს, რამეთუ არა თქუა "ჴორცნი ცოდვისანი", არამედ "ჴორცნი სიკუდილისანიო", და ამას იტყჳს, ვითარმედ: განმცა-ვინ-მათავისუფლა მძლავრებისა მისგან ცოდვათაჲსა, რომელთა მიერ იქმნნეს ჴორცნი ესე ჴორც სიკუდილის, რაჲთამცა მომეცნეს მე ჴორცნი თავისუფალნი ცოდვისგან და სიკუდილისა?

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის