მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 7:25

24. უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ-მე მიჴსნეს ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?25. ხოლო ვჰმადლობ ღმერთსა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა. აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ რჩულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა შჯულსა ცოდვისასა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 7
25. ხოლო ვჰმადლობ ღმერთსა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა. აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ რჩულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა შჯულსა ცოდვისასა.
თავი ი̂. ვნებათა მათთჳს, რომელნი არიან კაცობრივსა ბუნებასა შინა, რომელნი-იგი განგუწვალებენ შეთქუმულებისაგან შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უბადრუკი ესე კაცი, ვინ-მე მიჴსნას ჴორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა? ხოლო ვჰმადლობ ღმერთსა ქრისტეს იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა (7,24-25).:

თარგმანი: არა ჴორცთა ამათგან ჴსნასა ითხოვს, არამედ ჴორციელთა საქმეთაგან, რომელნი-იგი შეამთხუევენ სულიერსა სიკუდილსა, და ბოროტთა მათგან გულისთქუმათა სიკუდილთა სულისათა, რამეთუ ესენიცა ჴორცთა შინა იშვებიან.

აწ უკუე თჳთვე იკითხავს, და თჳთვე მიუგებს თავსა თჳსსა სიტყუასა სამადლობელსა, ვითარმედ: აჰა, გიპოვნიეს მჴსნელი შენი შემთხუევათაგან სიკუდილისათა, რომელ არს ღმერთი მამაჲ, რომელმან ძისა მიერ თჳსისა იესუ ქრისტესსა მიჴსნნა მისგან, რაჟამს ჩუენ ყოველთათჳს სიკუდიდ მისცა იგი, რომლისათჳს ჰმადლობს მას.

თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ მე შჯულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა — შჯულსა ცოდვისასა (7,25).:

თარგმანი: ზ იგი გამოთარგმანა ნებითა, "თანა-მნებავს შჯულსა ღმრთისასა", ვითარმედ: ვჰმონებ შჯულსა ღმრთისასა, და უწყი სჳნიდისისა მიერ დამტკიცებითა სიმაღლე და სიწმიდე მისი გონებასა შინა ჩემსა, დაღაცათუ ბოროტი ჩუეულებაჲ, რომელსა უწოდ შჯულად ცოდვისა, იგი მიმიზიდავს უნებლებით ქმნად ცოდვისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის