თარგმანი: არა თუ ცოდვაჲ არა იყო და რჩულმან განაცოცხლა და არაარსი არსად მოიყვანა, არამედ ამას იტყჳს, ვითარმედ პირველ რჩულისა ეცოდევდი და ცოდვაჲ იგი არა ჩანდა, არამედ წარმდებად და უგულისხმოდ ვიქმოდე ამას. ხოლო მო-რაჲ-ვიდა რჩული, მან ჩემ შორის დამალული იგი ცოდვაჲ გამოაცხადა, ხოლო ვინაჲთგან გამოაცხადა, და თილად მასვე ვიქმოდე მერმე უმეტესი სასჯელი და სიკუდილი სულიერი მოვიდოდა ჩემ ზედა. და ესე დიდი ქებაჲ არს რჩულისაჲ, რომელ პირველ მისა წარჴსნილად და ურიდად ცოდვიდეს, და არა დადად ცოდვად შეერაცხნეს დიდნი ცოდვანი, არამედ ვითარცა სიზმარსა შინა იცოდეს თუ: ვცოდავთ. ხოლო მო-რაჲ-ვიდა იგი, ესე ქმნა, თუცა რომელ სხუაჲ არა, გარნა ესე: იცოდინ თუ — ვცოდავთ. და ესე არა მცირედი შეწევნაჲ არს, დამახრწეველი ცოდვისაჲ.
ჰრომაელთა მიმართ 7:9
8. მიზეზი უკუე პოვა ცოდვამან მცნებისა მისგან და შექმნა ჩემ თანა ყოველი გულის-თქუმაჲ: რამეთუ თჳნიერ შჯულისა ცოდვაჲ მკუდარ არს.9. ხოლო მე ცხოველ ვიყავ ოდესმე თჳნიერ შჯულისა, და ოდეს მოიწია მცნებაჲ იგი, ცოდვაჲ განცოცხლდა,10. და მე მოვკუედ; და მეპოვა მე მცნებაჲ იგი, რომელი იყო საცხორებელად, იგივე სიკუდილად.
ჰრომაელთა მიმართ თავი 7