მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:17

16. იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი.17. ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა, მკჳდრ ღმრთისა თანა და თანა-მკჳდრ ქრისტესა. უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ.18. რამეთუ მე ესრე მგონიეს, ვითარმედ ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
17. ხოლო უკუეთუ შვილ, მკჳდრცა, მკჳდრ ღმრთისა თანა და თანა-მკჳდრ ქრისტესა. უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ.
თავი ი̂ა. განძარცუვისათჳს ბუნებითთა ვნებათა შეთქუმულებისა მის მიერ, რომელი იქმნების სულისა მიმართ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: იგივე სული ეწამების სულსა ამას ჩუენსა, რამეთუ ვართ შვილნი ღმრთისანი, ხოლო უკუეთუ შვილ, — მკჳდრცა; მკჳდრ ღმრთისა თანა და თანამკჳდრ ქრისტესსა. უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ. (8,16-17).:

მოციქულისაჲ: აწ უკუე თავადი მე გონებითა ჩემითა ვჰმონებ მე შჯულსა ღმრთისასა, ხოლო ჴორცითა — შჯულსა ცოდვისასა (7,25).

თარგმანი: ზ იგი გამოთარგმანა ნებითა, "თანა-მნებავს შჯულსა ღმრთისასა", ვითარმედ: ვჰმონებ შჯულსა ღმრთისასა, და უწყი სჳნიდისისა მიერ დამტკიცებითა სიმაღლე და სიწმიდე მისი გონებასა შინა ჩემსა, დაღაცათუ ბოროტი ჩუეულებაჲ, რომელსა უწოდ შჯულად ცოდვისა, იგი მიმიზიდავს უნებლებით ქმნად ცოდვისა.

მოციქულისაჲ: არა-მე რაჲ დასაშჯელ არსა აწ ქრისტე იესუჲს მიერ მათდა, რომელნი-იგი არა ჴორცთაებრ ვლენან, არამედ სულისაებრ (8,1).

თარგმანი: უსაკუთრეს არს, რაჲთა არა კითხვის სახედ, არამედ ესრეთ წარიკითხვოდის სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: არღარაჲ სადმე დასაშჯელ არს აწ ქრისტეს იესუჲსთა მათდა, არა ჴორცთაებრ მავალობაჲ, არამედ სულისაებრ. ვითარმცა ესრეთ იტყოდა, ვითარმედ: აწ არღარაჲ აყენებს მორწმუნეთა ქრისტესთა სლვად, არა წესითა ჴორციელითა, არამედ სულიერითა; ვინაჲთგან არა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი პ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ პ სიმდიდრისათჳს და სიგლახაკისა:

...უხრწნელებაჲ, არცა ზიარებულ იყო საყდარსა მას სამეუფოსა. ამისთჳსცა არა თქუა, თუ: ქუეყანასა ზედა მადიდე, არამედ: შენ თანაო.

სწავლაჲ პ სიმდიდრისათჳს და სიგლახაკისა

ესევითარი უკუე დიდებაჲ ჩუენცა ვპოვოთ საზომისაებრ ჩუენისა, უკუეთუ ვიღუაწოთ. ამისთჳსცა მოციქული იტყჳს: „უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ“. ხოლო ჩუენ ბევრეულთა ცრემლთა ღირს ვართ, რომელთა წინაგჳც ესეოდენი დიდებაჲ, და ჩუენ უდბებისა ჩუენისათჳს დავიჭირვებთ ამას ყოველსავე. რამეთუ დაღაცათუმცა არა იყო გეჰენიაჲ, საწყალობელ ვართ, რომელთა-იგი გუაქუს ჴელმწიფებაჲ, რაჲთა უკუეთუ გუენებოს, ვსუფევდეთ ძესა თანა ღმრთისასა, და ჩუენ დაკლებულ-ვყვნეთ თავნი ჩუენნი ამის ყოვლისაგან. რამეთუ დაღაცათუმცა ასოეულად ჯერ-იყო დაჭრაჲ და ბევრეულითა სიკუდილითა სიკუდილი და ბევრეულთა სულთა მიცემაჲ და ესეზომთა ჴორცთა მის დიდებისათჳს, არაჲვე იყო. ხოლო აწ ჩუენ საფასეთაცა არა შეურაცხვჰყოფთ მისთჳს, რომელთაგან შემდგომად მცირედისა უნებლიაჲთცა განშორებად ვართ, არა უგულებელს-ვჰყოფთ საფასეთა, რომელნიიგი ბევრეულთა ბოროტთა შინა შთამთხევენ ჩუენ, რომელნი-იგი აქა დარჩებიან და არა ჩუენნი არიან. ხოლო ვინაჲთგან არა ამის დიდებისა დაჭირვებაჲ ოდენ წინამდებარე არს, არამედ გეჰენიაჲცა, მატლი დაუძინებელი, დაუშრეტელი ცეცხლი და...

სრულად ნახვა