მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:25

24. რამეთუ სასოებით ვცხონდებით. ხოლო სასოებაჲ ხილული არა არს სასოება, რამეთუ რომელსა-იგი ვინმე ხედავნ, რაჲსაღა-მე ესავნ?25. ხოლო ჩუენ, რომელსა არა ვხედავთ, ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით.26. ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩუენთა, რამეთუ რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენთჳს სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
25. ხოლო ჩუენ, რომელსა არა ვხედავთ, ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით.
თავი ი̂ბ. უწყებაჲ წმიდათათჳს განმზადებულისა მის დიდებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო სასოებაჲ ხილული არა არს სასოება, რამეთუ, რომელსა-იგი ვინმე ხედავნ, რასაღა-მე ესავნ? ხოლო ჩუენ რომელსა არა ვხედავთ, ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით (8,24-25).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო თქუა, ვითარმედ: "სასოებით ვცხონდით", ყოველსავე მას ცხორებასა აქა აწვე ხილულად, ამისთჳს მერმეთა მათ მიმართ წარგავლენს და უხილავთა სურვილად აღგძრავს. და სურვილისა მის მიმთხუევისათჳს უეჭუელ გყოფს სასოებისა არაოდეს მარცხუენელობითა. რამეთუ ესე არს სასოებაჲ არაოდეს მარცხუენელი, რაჟამს ყოფადნი იგი, ვითარცა აწვე ყოფილნი ჰრწმენდენ. და ვითარცა ჴელთა ქონებულისათჳს თავს-იდებდეს შრომათა და ღუაწლთა და ვიდოდის გზათა, მისსა მიმართ მიმყვანებელთა. ხოლო ესე ყოველგან ცხად არს, ვითარმედ მოთმინებაჲ დიდი ნაწილი არს სათნოებისაჲ, და მომატყუებელი სარწმუნოებისა და სასოებისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის