თარგმანი: უსულოთა ამათ დაბადებულთა აჴსენებს, არა თუ ვითარცა გულისჴმიერთა, არამედ ვითარცა წესითა სიტყჳსაჲთა პატივ-ცემულთა რაჲთა სიმდიდრე მადლისაჲ გუაუწყოს, ვითარ არა ხოლო სულიერთა და გრძნობადთა, არამედ უსულოთაცა და უგრძნობელთა ზედა განჰფენს ძალსა გამოჴსნისასა. ამას თანა და მათითა აღბაძვებითა ჩუენცა უმეტესად სურვილით ძიებად აღმძრავს საუკუნოჲსა მის გამოჴსნისა, რაჲთა სიტყჳერებითა პატივცემულნი არარაჲთ უდარეს გამოვჩნდეთ პირუტყუთასა, ძიებისათჳს წარუვალთა მათ კეთილთაჲსა, რამეთუ ესევითარი არს პირველი ნაყოფი სულისაჲ, გინათუ ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: რომელთა-ესე დასაბამი სულისაჲ გუაქუს, თჳთ ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით ხოლო თუ რომელსა შვილებასა მოველით, რაჲთა არა სთქუა ვითარმედ ვინაჲთგან ზემორე არა ხოლო შვილებაჲ, არამედ განღმრთობაჲცა მოგუენიჭა, თქუმულთა მიერ ამისვე მოციქულისათა. აწ რომელსაღა შვილებასა მომლოდე გუყოფს, ამას თჳთვე გამოსთარგმნის, ვითარმედ: გამოჴსნასა ჴორცთა ჩუენთასა, რომელ არს აღდგომაჲ მკუდრეთით და შემოსაჲ უხრწნელებისაჲ. რამეთუ აქა დასაბამი ოდენ გუაქუს სულისაჲ, ვითარცა სარკითა მხედველთა. ხოლო დასაბამი ესე სულისაჲ...
ჰრომაელთა მიმართ 8:24
23. არა ხოლო თუ იგი, არამედ თჳთ ჩუენცა, რომელთა- ესე პირველი ნაყოფი სულისაჲ გუაქუს, თჳთ ჩუენცა თავთა შინა ჩუენთა ვკუნესით და შვილებასა მას მოველით, გამოჴსნასა მას ჴორცთა ჩუენთასა,24. რამეთუ სასოებით ვცხონდებით. ხოლო სასოებაჲ ხილული არა არს სასოება, რამეთუ რომელსა-იგი ვინმე ხედავნ, რაჲსაღა-მე ესავნ?25. ხოლო ჩუენ, რომელსა არა ვხედავთ, ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8