25.ხოლო ჩუენ, რომელსა არა ვხედავთ, ვესავთ, რამეთუ მოთმინებით მოველით.26.ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩუენთა, რამეთუ რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენთჳს სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა.27.ხოლო რომელი-იგი გამომეძიებელ არს გულთაჲ, იცის, თუ რაჲ არს ზრახვაჲ იგი სულისაჲ, რამეთუ ღმრთისა მიმართ მეოხ არს წმიდათათჳს.
26.ეგრეთვე და სულიცა იგი თანა-შეეწევის უძლურებათა ჩუენთა, რამეთუ რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით; არამედ თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენთჳს სულ-თქუმითა მით უსიტყუელითა.
მოციქულისაჲ: თჳთ იგი სული მეოხ არს ჩუენდა (8,26).:
თარგმანი: რომელთაცა მაშინ ნათელ-იღიან, თითოსახეთა მადლთა მისცემდა მათ ღმერთი, რომელთა-იგი "სულებცა" ეწოდების მადლთა მათ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: "სულნი წინაჲსწარმეტყუელთანი წინაჲსწარმეტყუელთა დაემორჩილებიან". და აქუნდა მაშინ რომელსამე მადლი წინაჲსწარმეტყუელებისაჲ და იტყჳნ მომავალთა საქმეთა. სხუასა მოეცის მადლი სიბრძნისაჲ და ასწავლინ ერთა, და სხუასა — მადლი კურნებათაჲ და ჰკურნებნ სნეულთა, და სხუათა —მადლი სასწაულთაჲ
და აღადგინებნ მკუდართა, და სხუასა — მადლი ენათაჲ და იტყჳნ მრავალთა ენათა; და მათ ყოველთა თანა ლოცვაჲცა მადლი იყო და მასცა "სულ" ეწოდებოდა, და, რომელსა-იგი აქუნ, ყოვლისა ერისათჳს ილოცავნ. და მას მოასწავებს ამას ადგილსა მოციქული, რამეთუ, ვინაჲთგან არა იცოდეს ყოველთა კეთილი და უმჯობესი, და მრავალგზის, რომელი არა უმჯობესი არნ, მას ითხოვდიან, ამისთჳს მოვიდის მაშინ რომელთამე ზედა მადლი იგი ლოცვისაჲ, და ითხოვდიან ყოველთათჳს უმჯობესსა და სხუათა ასწავლიდიან, რაჲთა მას ითხოვდენ. სულად უკუე უწესს ესევითარსა მას მადლსა მოციქული და იტყჳს, ვითარმედ: სული იგი, რომელსა თანა მოვიდეს მადლი ესე, იგი სულთ-ითქუამს სიღრმეთა შინა გულისათა...
თარგმანი: რომელთაცა მაშინ ნათელ-იღიან, თითოსახეთა მადლთა მისცემდა მათ ღმერთი, რომელთა-იგი სულებცა ეწოდების მადლთა მათ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: "სულნი წინაჲსწარმეტყუელთანი წინაჲსწარმეტყუელთა დაემორჩილებიან", და აქუნდა მაშინ რომელსამე მადლი წინაჲსწარმეტყუელებისაჲ და იტყჳნ მომავალთა საქმეთა. სხუასა მოეცის მადლი სიბრძნისაჲ და ასწავლინ ერთა, და სხუასა — მადლი კურნებათაჲ და ჰკურნებნ სნეულთა, და სხუათა —მადლი სასწაულთაჲ და აღადგინებედ მკუდართა, და სხუასა — მადლი ენათაჲ და იტყჳნ მრავალთა ენათა, და მათ ყოველთა თანა ლოცვაჲცა მადლი იყო და მასცა სულ ეწოდებოდა, და, რომელსა-იგი აქუნ, ყოვლისა ერისათჳს ილოცავნ და მას მოასწავებს ამას ადგილსა მოციქული. რამეთუ, ვინაჲთგან არა ვიცით კეთილი და უმჯობესი, და მრავალგზის, რომელი არა უმჯობესი არნ, იგი ვითხოით, ამისთჳს მაშინ მოვიდის ერთსა ვისმე ზედა მადლი იგი ლოცვისაჲ და ითხოვნ ყოველთათჳს უმჯობესსა და სხუათა ასწავლინ, რაჲთა მას ითხოვდენ. სულად უკუე უწესს ესევითარსა მას მადლსა მოციქული. და ვითარმედ სული იგი, რომელსა თანა მოვიდეს მადლი იგი, იგი სულთ-ითქუამს სიღრმითა გულისაჲთა, რომლისაცა სახე არს აწ დიაკონი,...
...თს. „უმჯობესღა უკუე და უფროჲს ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა"; არამხოლოდ აღარ ვეძიებ, ამბობს, ამ უბედურებებისგან გათავისუფლებას, არამედ დიდი სიამოვნებით ვიქადი მათში. ხედავ, რა მადლიერი სულია? ხედავ, რა სიყვარული აქვს ღვთის მიმართ? ისმინე, კიდევ რას ამბობს: „რაჲმცა იგი ვილოცეთ, ვითარ-იგი ჯერ-არს, არა ვიცით" (), — ანუ ჩვენ, როგორც ადამიანები, ყველაფერი დაწვრილებით ვერ შეგვიძლია ვიცოდეთ. მაშ, ყველაფერი ჩვენი ბუნების შემოქმედს უნდა მივანდოთ და მხიარულებითა და დიდი სიხარულით მივიღოთ ყველაფერი, რასაც ის განგვისაზღვრავს, და არა იმაზე ვიყუროთ, რაც მოვლენები ჩვენ გვეჩვენება, არამედ იმაზე, რა სწადია ღმერთს. ის, ჩვენზე უკეთ იცის რა, თუ რა არის ჩვენთვის სასარგებლო, იცის ისიც, როგორ მოაწყოს ჩვენი ცხონება.
6. დავითისა და პავლეს ლოცვის მაგალითი
მაშ, ჩვენი მხრიდან ერთადერთი საქმე იყოს მუდმივად ლოცვაში ყოფნა და ნუ ვიდრტვინოთ თხოვნათა სწრაფად აუსრულებლობაზე, არამედ დიდი მოთმინება გამოვიჩინოთ. ღმერთი იმიტომ არ ჩქარობს ჩვენი თხოვნების შესრულებას, რომ არ სურს მათი მიღება, არამედ იმიტომ, რომ სურს გვასწავლოს მოშურნეობა (ლოცვისადმი) და მუდმივად თავისკენ მოგვიზიდოს. ისევე როგორც შვილისმოყვარე მამა, მაშინაც, როცა შვილი ხშირად ეხვეწება, არ ასრულებს მის...