მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:31

30. ხოლო რომელნი-იგი წინაწარ განაჩინნა, მათცა უწოდა; და რომელთა-იგი უწოდა, იგინიცა განამართლნა; და რომელნი-იგი განამართლნა, იგინიცა ადიდნა.31. რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრის მყოფელ ჩუენდა?32. რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ?
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
31. რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრის მყოფელ ჩუენდა?
თავი ი̂ბ. უწყებაჲ წმიდათათჳს განმზადებულისა მის დიდებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს, უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრის-მყოფელ ჩუენდა? რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთ ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ? (8,31-32).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან ესე ესრეთ არს, და ესოდენთა ნიჭთა მომლოდე ვართ, ნუცამცა ერთსა ვინ რას ზედა სულმოკლე არს შემთხუევასა ჭირთა და განსაცდელთასა, რომლისათჳს აწ ჴმობს, ვითარმედ: "რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს?"

რაჲსა "ამისთჳს"? — გარნა ესოდენისა ამის სახიერებისათჳს ღმრთისა, რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა; რამეთუ რომელმან უზეშთაესსა მას არა ჰრიდა, უდარესთაგანი რაჲღამცა საშურველ უჩნდა? და რომელმან-იგი მტერთათჳს სიკუდიდ მისცა ძე თჳსი, ვითარ აწ არა ყოველივე მოგუცეს ჩუენ, რომელთა ზედა წოდებულ არს სახელი ძისა მისისა მხოლოდშობილისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი? რამეთუ ესე არს მითურთ ყოვლისავე მონიჭებაჲ, რაჟამს ქრისტიანეთა ასი ამას სოფელსა, და მერმე — ცხორებაჲ საუკუნოჲ მოგუანიჭოს, უტყუველობისა მისებრ აღთქუმათა მისთაჲსა.

თავი ი̂ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲ-მე უკუე ვთქუათ ამისთჳს? უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძჳრისმეტყუელ ჩუენდა? რომელმან-იგი ძესაცა თჳსსა არა ჰრიდა, არამედ ჩუენ ყოველთათჳს მისცა იგი, ვითარ უკუე არა მითურთით ყოველივე მოგუანიჭოს ჩუენ? (8,31-32).:

თარგმანი: ასწავლის მოთმინებასა განსაცდელთასა, და რაჲთა არარად შეერაცხნენ სოფლისა ამის ჭირნი, და ეტყჳს, ვითარმედ: ნუ გეშინინ მთავართა და ჴელმწიფეთა და მეფეთა რისხვისაგან, რამეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს და ვერვის ძალ-უც ვნებად ჩუენდა, რამეთუ ღმერთმან, რომელმან ესოდენნი კეთილნი ქმნნა ჩუენ თანა, და ძე მისი სიკუდილდ მისცა ჩეუნთჳს, ცოდვილთა, მან სხუაჲ რომელიმცა კეთილი არა მოგუცა!

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის