მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 8:38

37. არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლევთ ჩუენ მის მიერ, რომელმანცა-იგი შემიყუარნა ჩუენ,38. რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან,39. არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა ღმრთისასა, რომელ არს ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 8
38. რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან,
თავი ი̂გ. თანანადებისა მისთჳს ქრისტეს სიყუარულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან, არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან, არცა სიმაღლეთა, არცა სიღრმეთა, არცა სხუამან დაბადებულმან შემიძლოს ჩუენ განყენებად სიყუარულსა მას ღმრთისასა, რომელ არს ქრისტეს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა (8,38-39).:

თარგმანი: ვინაჲთგან ზემო აწინდელნი და სოფლიონი წარმოთქუნა ჭირნი, აწ კუალად შესძინებს მერმეთა მათთჳს, ვითარმედ: არა ხოლო საწუთრომან სიკუდილმან და ცხორებამან, არამედ ვერცა საუკუნემან სიკუდილმან და ცხორებამან. ამისსა შემდგომად ანგელოზთა იტყჳს, მთავრობათა და ძალთა; არა თუ ვითარმცა ესენი ვის განაშორებდეს ქრისტესგან, - ნუ იყოფინ! — არამედ ზეშთა გარდამატებულებისათჳს სიყუარულისა თჳსისა ამას დასდებს საზღვრად, ვითარმედ: დასთაცა თუ-მცა ამათგანი ვინმე მაწუევდა, მერვე-მცა დამარწმუნა განშორებად ქრისტესგან; რამეთუ არა ქრისტესთა მათთჳს მიყუარს ქრისტე, არამედ ქრისტესობისათჳს მიყუარან ქრისტესნი იგი. ხოლო "არცა ამან სოფელმან, არცა მან სოფელმან" — ესე ხილულისათჳს უთქუამს და უხილავისა სოფლისა. ხოლო სიმაღლედ და სიღრმედ ვიეთნიმე ესრეთ იტყჳან: სიმაღლედ — სასუფეველსა, და სიღრმედ - გეჰენიასა; სხუანი — საუკუნოდ ცხორებასა და სიკუდილსა საუკუნესა; სხუანი — ფრიად პატივსა და ფრიად უპატიოებასა.

ხოლო წარმოთქუნა რაჲ ყოველნი დაბადებულნი, ხილულნი და უხილავნი, ამისთჳს შეძინებს, ვითარმედ: "არცა სხუამან დაბადებულმან", რომელი-ესე ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: "არცა...

სრულად ნახვა
თავი ი̂გ ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა: ჭირმან ანუ იწროებამან, დევნამან ანუ სიყმილმან, შიშულოებამან ანუ ურვამან ანუ მახჳლმან? ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: შენთჳს მოვსწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხებით ჩუენ ვითარცა ცხოვარნი კლვადნი. არამედ ამას ყოველსა ზედა ვსძლოთ ჩუენ მის მიერ, რომელმან შემიყუარნა ჩუენ. რამეთუ მრწამს მე, ვითარმედ არცა სიკუდილმან, არცა ცხორებამან (8,34-38).
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არცა ანგელოზთა, არცა მთავრობათა, არცა ძალთა, არცა საწუთრომან, არცა საუკუნემან (8,38).:

თარგმანი: ნუ ჰგონებ თუ ანგელოზნი ანუ ძალნი სიყუარულისაგან ქრისტესისა განაშორებდეს-მცა ვისმე, გარნა მჴურვალისა მის ღმრთისა მიმართ სიყვარულისა გამოჩინებაჲ ენება, და ამისთჳს ამათ სიტყუათა მოვიდა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის