მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 9:10

9. რამეთუ აღთქუმისაგან არს სიტუყუაჲ ესე, ვითარმედ: ჟამსა ოდენ ამას მოვიდე, და ესუას სარრას ძე.10. და არა ხოლო ესე, არამედ რებეკასცა ერთისაგან საწოლისა ესუა (ორ ძე) ისაკის მამისა ჩუენისა;11. რამეთუ არღასადა შობილ იყვნეს, არცა ექმნა რაჲ კეთილი გინა ბოროტი, - რაჲთა რჩევით წინა-განმზადებაჲ იგი ღმრთისაჲ ეგოს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 9
10. და არა ხოლო ესე, არამედ რებეკასცა ერთისაგან საწოლისა ესუა (ორ ძე) ისაკის მამისა ჩუენისა;
თავი ი̂დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა ხოლო ესე, არამედ რებეკასცა ერთისაგან საწოლისა ესუა ისაკ მამისა ჩუენისა, რამეთუ არღასადა შობილ იყვნეს, არცა ექმნა კეთილი გინა ბოროტი (9,10-11).:

თარგმანი: ესევითარსა პირსა იტყჳს, ვითარმედ: რაჲ საკჳრველ არს თუ ჰურიათა რომელთამე ჰრწმენა და არიან შვილ აბრაჰამისა შერაცხილ, ხოლო ურწმუნონი არა არიან შვილ მისა შერაცხილ, რამეთუ ესე ძუელსაცა იხილვების, რამეთუ აბრაჰამს ესუა შვილი აგარისგანცა, გარნა ისაკ ოდენ შერაცხილ არს და ითქუმის თესლ მისა. და არა ესე ოდენო, არამედ რებეკაცა ერთისა ისაკისგან შვნა ორნი და არა იქმნეს ორნივე სათნო ღმრთისა, არცა ორნი შერაცხილ არიან შვილ ისაკისა, არამედ იაკობ ოდენ. ეგრეთვე ჰურიანი მორწმუნენი თესლ აბრაჰამისაცა არიან და ცხოვნდებიან, ხოლო ურწმუნონი — არა.

თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და არა ხოლო ესე, არამედ რებეკასცა ერთისაგან საწოლისა ესუა ისაკ მამისა ჩუენისა; რამეთუ არღასადა შობილ იყვნეს, არცა ექმნა რაჲ კეთილი გინა ბოროტი, — რაჲთა რჩევით წინა-განმზადებაჲ იგი ღმრთისაჲ ეგოს (9,10-11).:

თარგმანი: ვინაჲთგან დიდ არს საქმე ესე ჰურიათა განყრისა და წარმართთა შემოყვანებისაჲ, ამისთჳს მრავალნი სახენი შემოჰქონან, და იტყჳს, ვითარმედ: "არა ხოლო ესე". რომელი "ესე"? — ცხად არს, ვითარმედ არა ხოლო ისაკისსა მას კმა-იყოფს სახესა, ვითარ მისგან ხოლო ეწოდა აბრაჰამს ნათესავად, დაღათუ სხუანიცა ესხნეს შვილნი აგარისგან და ქეტტორაჲსგან. რამეთუ ამისთჳს ნუუკუე და თქუას ვინმე, ვითარმედ სხჳსა და სხჳსაგან იყვნეს. გარნა რაჲ სთქუა რებეკაჲსთჳს, რომლისა მისვე და ერთისა საშოჲსა და საწოლისა ძმანი მარჩბივნი არა ორნივე სათნო-იჩინნა ღმერთმან, პირველ შობისა და პირველ ქმნადმდე კეთილისა გინა ბოროტისა. რაჲსათჳს-მე? - არამედ წინაჲსწარმცნობელობისათჳს ღმრთისა, რომელმან-იგი პირველ შობადმდე უწყის თითოეულისაჲ. და ესე არს რჩევითი წინა-განმზადებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ ვითარიცა ყოფად იყოს შობადი იგი, ეგევითარსავე ნიჭსა განუმზადებს, ძალითა წინაჲსწარმცნობელობისა თჳსისაჲთა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის