თარგმანი: ესევითარსა პირსა იტყჳს, ვითარმედ: რაჲ საკჳრველ არს თუ ჰურიათა რომელთამე ჰრწმენა და არიან შვილ აბრაჰამისა შერაცხილ, ხოლო ურწმუნონი არა არიან შვილ მისა შერაცხილ, რამეთუ ესე ძუელსაცა იხილვების, რამეთუ აბრაჰამს ესუა შვილი აგარისგანცა, გარნა ისაკ ოდენ შერაცხილ არს და ითქუმის თესლ მისა. და არა ესე ოდენო, არამედ რებეკაცა ერთისა ისაკისგან შვნა ორნი და არა იქმნეს ორნივე სათნო ღმრთისა, არცა ორნი შერაცხილ არიან შვილ ისაკისა, არამედ იაკობ ოდენ. ეგრეთვე ჰურიანი მორწმუნენი თესლ აბრაჰამისაცა არიან და ცხოვნდებიან, ხოლო ურწმუნონი — არა.
ჰრომაელთა მიმართ 9:11
10. და არა ხოლო ესე, არამედ რებეკასცა ერთისაგან საწოლისა ესუა (ორ ძე) ისაკის მამისა ჩუენისა;11. რამეთუ არღასადა შობილ იყვნეს, არცა ექმნა რაჲ კეთილი გინა ბოროტი, - რაჲთა რჩევით წინა-განმზადებაჲ იგი ღმრთისაჲ ეგოს.12. არა საქმეთაგან, არამედ მისგან, რომელმან-იგი უწოდა, - რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: უხუცესმან ჰმონოს უმრწემესსა მას.
ჰრომაელთა მიმართ თავი 9