მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 9:13

12. არა საქმეთაგან, არამედ მისგან, რომელმან-იგი უწოდა, - რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: უხუცესმან ჰმონოს უმრწემესსა მას.13. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: იაკობი შევიყუარე, ხოლო ესავი მოვიძულე.14. რაჲ-მე უკუე ვთქუათ? ნუ სიცრუვე-მე არსა ღმრთისა თანა? ნუ იყოფინ!
ჰრომაელთა მიმართ თავი 9
13. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: იაკობი შევიყუარე, ხოლო ესავი მოვიძულე.
თავი ი̂დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲთა რჩევით წინა-განმზადებაჲ იგი ღმრთისაჲ ეგოს არა საქმეთაგან, არამედ მისგან, რომელმან-იგი უწოდა, —რამეთუ ჰრქუა, ვითარმედ: უხუცესმან მან ჰმონოს უმრწემესსა მას; ვითარცა წერილ არს: იაკობი შევიყუარე (9,11-13).:

თარგმანი: ესე იგი არს, რაჲთა წინაჲსწარმცნობელობით გამორჩევაჲ ღმრთისაჲ გამოჩნდეს; რამეთუ, ვიდრეღა არაჲ კეთილი ექმნა იაკობს, საყუარელ უწოდა, რაჲთა სცნა, ვითარმედ პირველ შობისავე იცნის გონებანი და თუ რაჲ ყოფად-ა კაცსა მას თანა, და არა თუ კაცთაებრ ხილვაჲ უჴმს საქმეთაჲ, და მერმეღა ცნობაჲ.

თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა საქმეთაგან, არამედ მისგან, რომელმან-იგი უწოდა, — რამეთუ ჰრქუა მას, ვითარმედ: უხუცესმან ჰმონოს უმრწემესსა მას; ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: იაკობი შევიყუარე, ხოლო ესავი მოვიძულე (9,12-13).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა საქმეთაგან, არამედ ძალითა წინაჲსწარმცნობელობისაჲთა, ვითარიცა უწყოდა ყოფადი მათთჳს, ეგრეთვე წინააუწყა. ვის? — არამედ დედასა მათსა, და ჰრქუა: "უხუცესმან ჰმონოს უმრწემესსა". და ესე "დაბადებასა" შინა წერილ არს. ხოლო მეორე ესე მალაქიაჲს წინაჲსწარმეტყუელებისაგან არს: "იაკობი შევიყუარე, ხოლო ესავი მოვიძულე". რამეთუ კაცთა, ოდეს იქმნის, მაშინღა ცნიან, ხოლო ღმერთმან პირველ ქმნადმდე იცის, რაოდენი რაჲ იქმნებოდის. ამისთჳს, რომლისაჲ უწყოდა კეთილ ყოფაჲ, იგი შეიყუარა, ხოლო რომლისასა მეცნიერ იყო ბოროტად ჴუმევასა თჳთმფლობელისა ნებისასა, იგი მოიძულა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის