მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 9:18

17. რამეთუ ეტყჳს წიგნი ფარაოს, ვითარმედ: აღ-ვე ამისთჳს-გადგინე შენ, რაჲთა ვაჩუენო შენ ზედა ძალი ჩემი და რაჲთა განითქუას სახელი ჩემი ყოველსა ქუეყანასა.18. აწ უკუე რომელი ჰნებავს, შეიწყალებს, და რომელი ჰნებავს, განაფიცხებს.19. ნუუკუე მრქუა მე: და რაჲსა-ღა აბრალებს? რამეთუ ნებასა მისსა ვინ-მე წინა-აღუდგა?
ჰრომაელთა მიმართ თავი 9
18. აწ უკუე რომელი ჰნებავს, შეიწყალებს, და რომელი ჰნებავს, განაფიცხებს.
თავი ი̂დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე, რომელი ჰნებავნ, შეიწყალის, და რომელი ჰნებავნ, განაფიცხის (9,18).:

თარგმანი: რომელი ღირს წყალობისა იყოს, კეთილისა გონებისა მისისათჳს მას შეიწყალებს, ხოლო ფიცხელსა და ურწმუნოსა მიუშუებს ფიცხელ და ურწმუნო ყოფად, რამეთუ არა საშჯელისაჲ არს ესე საწუთროჲ, არამედ საქმისა და თჳთმფლობელობისაჲ. რამეთუ სიტყუაჲ იგი თუ — "განაფიცხებს" —ამას მოასწავებს თუ: მიუშუებს ფიცხელსა ფიცხელ ყოფად, ვითარცა ფარაოს.

სხუაჲ თარგმანი წმიდისა ბასილისი: ვითარ განაფიცხა იგი? — არა თუ მისი გული ლბილ იყო და მოდრკებოდა და ღმერთმან განაფიცხა იგი. ნუ იყოფინ! არამედ ღმერთი ესევითართა საქმეთა იქმოდა, რომელნი უფროჲსად შემძლებელ იყვნეს მისდა მოდრეკად, არამედ ეგევითარნი-იგი საქმენი მას უფროჲსად განაფიცხებდეს. და განაფიცხა იგი ღმერთმან სულგრძელებითა თჳსითა, და დაყოვნებითა მით ტანჯვისაჲთა და ჰგებდა, რაჲთა გარდაემატოს ბოროტი მისი; და რაჟამს უკუანაჲსკნელსა მას საზღვარსა უკეთურებისასა აღემატოს უკეთურებაჲ მისი, მაშინ გამოჩნდეს მის ზედა სიმართლე საღმრთოჲსა საშჯელისაჲ. რაჟამს უკუე გესმას თუ: ჰრქუა ღმერთმან მოსეს: განვაფიცხო გული ფარაოჲსი, — ესრეთ გულისჴმა-ყავ, ვითარმედ: მე ვქმნნე მის ზედა საქმენი, რომელნი უფროჲსად მომდრეკელნი იყვნენ მისისა...

სრულად ნახვა
თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ეტყჳს წიგნი ფარაოს, ვითარმედ: აღვე-ამისთჳს-გადგინე შენ, რაჲთა ვაჩუენო შენ ზედა ძალი ჩემი, და რაჲთა განითქუას სახელი ჩემი ყოველსა ქუეყანასა. აწ უკუე, რომელი ჰნებავს, შეიწყალებს, და რომელი ჰნებავს, განაფიცხებს (9,17-18).:

თარგმანი: რომელი წიგნი? — არამედ გამოსლვათაჲ იტყჳს, ვითარმედ: მოსეს მიერ ჰრქუა ღმერთმან ფარაოს, რაჲ-იგი ზემო წერილ არს; არამედ რაჲ-იგი ჰრქუა, ვითარცა ყუედრებით ჰრქუა, რამეთუ მან თავადმან ამისვრცო ფარაოს ზედა სულგრძელებაჲ თჳსი, რაჲთა ყოველთა კიდეთა ისწავონ ძალი თავს-დებათა და სულგრძელებათა მისთაჲ, და სინანულად მოიყვანებდა მას. არამედ იგი თჳსითა სიბოროტითა განფიცხნებოდა, რამეთუ ღირსთა წყალობისათა შეიწყალებს.

ვინ არიან ღირსნი წყალობისანი? — არამედ იგი, რომელთა ინებონ მიმთხუევაჲ წყალობათა მისთაჲ ხოლო განაფიცხებს არცა ერთსა ვის, არამედ უკუეთუ ვინ ურწმუნო იყოს და ფიცხელ, და ნებსით არა დაემორჩილებოდის მას, იძულებით არავის მოიყვანებს მორჩილებად თჳსსა. ხოლო შენ "განფიცხებაჲ" ესე მიშუებად გულისჴმა-ყავ, რამეთუ მიშუებასა ღმრთისასა მარადის ესრეთ სახელ-სდებენ წერილნი; ვინაჲთგან, რაჟამს მან დაგჳტევნეს, მყის მზა ვართ წარსატაცებელად მტერისაგან.

დიდისა ბასილისი: განაფიცხა ღმერთმან ფარაო სულგრძელებითა და ტანჯვისა დროებითა, რაჲთა გარდარეულსა მას სიბოროტესა მისსა გარდარეული იგი სახიერებაჲ ღმრთისაჲ განაქიქებდეს....

სრულად ნახვა
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: ვილოცევდი შეჩუენებელ-ყოფად თავი ჩემი ქრისტესგან (9,3).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ესოდენი მწუხარებაჲ მაქუს და ესრეთ არს გული ჩემი, რომელ უკუეთუმცა კრებულისაგან წმიდათაჲსა განვრდომაჲ მოიწეოდა ჩემ ზედა; რამეთუ ამისთჳს იტყჳს თუ: "შეჩუენებულ ქრისტესგან"; არა თუ ამას იტყჳს თუ: "სიყუარულისა მისისაგან განვრდომად", რამეთუ თჳთ ამათ სიტყუათა მისისა სიყუარულისათჳს იტყოდა, არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ: დაღაცათუმცა განშორებაჲ მოიწეოდა ჩემდა წმიდათა კრებულისაგან, თავს-ვიდევ-მცა, და ოდენ ჩემისა მეუფისა ქრისტეს სახელიმცა არა იგმობვოდა.

მოციქულისაჲ: არა ესრე, ვითარმცა დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველნი ისრაელისაგანნი არიან ისრაელ (9,6).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ აღთქუმაჲ იგი ღმრთისაჲ, რომელი ყო აბრაჰამისა მიმართ, ტყუვილ იქმნა, რამეთუ არა თუ რომელნიცა ჰურიანი არიან — ისრაელ და თესლ აბრაჰამისა არიან, არამედ რომელნიცა არიან მსგავსნი ისაკისნი, იგინი არიან შვილ აბრაჰამისა. თუ არა, არა თუ რომელნიცა ჴორციელად მისისა ნათესავისაგან არიან, იგინი შერაცხილ არიან მისდა შვილად.

პავლესი: "შევიწყალო, რომელი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის