მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 8

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

პავლესი: ვილოცევდი შეჩუენებელ-ყოფად თავი ჩემი ქრისტესგან (9,3).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ესოდენი მწუხარებაჲ მაქუს და ესრეთ არს გული ჩემი, რომელ უკუეთუმცა კრებულისაგან წმიდათაჲსა განვრდომაჲ მოიწეოდა ჩემ ზედა; რამეთუ ამისთჳს იტყჳს თუ: "შეჩუენებულ ქრისტესგან"; არა თუ ამას იტყჳს თუ: "სიყუარულისა მისისაგან განვრდომად", რამეთუ თჳთ ამათ სიტყუათა მისისა სიყუარულისათჳს იტყოდა, არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ: დაღაცათუმცა განშორებაჲ მოიწეოდა ჩემდა წმიდათა კრებულისაგან, თავს-ვიდევ-მცა, და ოდენ ჩემისა მეუფისა ქრისტეს სახელიმცა არა იგმობვოდა.

მოციქულისაჲ: არა ესრე, ვითარმცა დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველნი ისრაელისაგანნი არიან ისრაელ (9,6).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ აღთქუმაჲ იგი ღმრთისაჲ, რომელი ყო აბრაჰამისა მიმართ, ტყუვილ იქმნა, რამეთუ არა თუ რომელნიცა ჰურიანი არიან — ისრაელ და თესლ აბრაჰამისა არიან, არამედ რომელნიცა არიან მსგავსნი ისაკისნი, იგინი არიან შვილ აბრაჰამისა. თუ არა, არა თუ რომელნიცა ჴორციელად მისისა ნათესავისაგან არიან, იგინი შერაცხილ არიან მისდა შვილად.

პავლესი: "შევიწყალო, რომელი შევიწყალო" (9,15).

თარგმანი: რამეთუ არა შენი არსო, ჵ მოსე, რაჲთა იცოდი თუ რომელი არს ღირს წყალობისა, არამედ მე მომიშუ ესევითარი სასჯელი.

პავლესი: არა რომელსა უნებს, არცა რომელი რბინ, არამედ რომელი ეწყალინ (9,16).

თარგმანი: რაჲ არს სიტყუაჲ ესე? ნუ-უკუე რომელსა უნდეს ცხორების და ისწრაფდეს, ღმერთი არა სწყალობს-ა მას? — ნუ იყოფინ! — არა ამას იტყჳს მოციქული, არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ: მრავალთა ქმნიან შრომაჲ, გარნა ხედავნ ღმერთი გონებასა მათსა, ვითარმედ ბოროტ არს და არაწრფელ, და მისთჳს არა სწყალობნ, რამეთუ არა ყოვლითა გულითა ჰნებავნ კეთილი. რამეთუ უნდა ისაკს, რაჲთამცა აკურთხა ესავი, და რბიოდა ესავ, რაჲთამცა მიიღო კურთხევაჲ, არამედ ხედვიდა ღმერთი მისისა გონებისა გულარძნილებასა და იაკობის სიწრფოებასა და სიწმიდესა. ამისთჳს ქმნა და მან მიიღო კურთხევაჲ. და არცა ისაკის ნებაჲ ერგო ესავს, არცა თჳთ მისი სრბაჲ, ვინაჲთგან არა კეთილ იყო მისი გონებაჲ.

პავლესი: რამეთუ ეტყჳს წიგნი: "აღ-ვე-ამისთჳს-გადგინე შენ, რაჲთა ვაჩუენო შენ ზედა ძალი ჩემი და განითქუას სახელი ჩემი ყოველსა ქუეყანასა". აწ უკუე, რომელი ჰნებავნ, შეიწყალის, და რომელი ჰნებავნ, განაფიცხის. სთქუა-მე-ა: რაჲსა მაბრალებს მე? ნებასა მისსა ვინ წინა-აღუდგეს! (9,17-19). თარგმანებაჲ წმიდისა ბასილისი: ღმერთსა რომელი ჰნებავნ, შეიწყალის, და რომელი ჰნებავნ, განაფიცხის. არამედ გულისხმა-ყავთ, თუ ვითარ არს სიტყუაჲ ესე. არა თუ მას რომლისამე კაცისაჲ ჰნებავს შეწყალებაჲ და რომლისამე — არა; ნუ იყოფინ ესე; ივლტოდით ბოროტისა ამის გულისსიტყჳსაგან. ესე ზრახვაჲ ეშმაკთაჲ არს. არამედ ესე ესრეთ არს, რამეთუ ღმერთსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ სწორად; არა არს ესე თუმცა რომლისაჲმე უმეტესად უნდა და რომლისაჲმე — უნაკლულევანესად, არამედ ყოველთაჲ სწორად; ხოლო უნებლიეთ არავის აცხოვნებს, გარნა თითოეულისა გონებასა ხედავს და რაჟამს პოვოს გონებაჲ, რომელსა ჭეშმარიტად ჰნებავნ ცხორებაჲ და წმიდითა გულითა ისწრაფინ და არა უყონ ბოროტისა კერძი, არამედ უფროჲსად კეთილისაჲ, მაშინ მის ზედა ნებაჲ ღმრთისაჲ, რომელ-იგი არს ყოველთა ცხორებისათჳს მზა, მის ზედა აღესრულის, და ვითარცა თჳთ ჰნებავს ყოველთა კაცთა შეწყალებაჲ, შეიწყალის იგი. ხოლო რაჟამს იხილის გონებაჲ ბოროტი, და უწყინ, ვითარმედ არა ჰნებავს მას ცხორებაჲ, არამედ უყუარს ბოროტისა კერძი, მაშინ მისი იგი ნებაჲ, რომელი აქუს ცხორებად ყოველთა კაცთა, მისისა მის გონებისა უკეთურებითა დაყენებულ იქმნების და ვერ აღასრულის ღმერთმან მის ზედა ნებაჲ თჳსი, ვინაჲთგან იგი არა შესწევნ, და ღმერთსა იძულებით ცხორებაჲ მისი არა ჰნებავნ. მაშინ დაიხრწიის ნებაჲ ღმრთისაჲ და წარწყმდის კაცი იგი. და მერმე, რომელნიმე არიან სრულიად მტერ კეთილისა და შემწე ბოროტისა არნ ბუნებაჲ მათი, და იხილის რაჲ ღმერთმან ეგოდენი მათი უკეთურებისა სიდიდე, მიუშჳს, რაჲთა იქმნენ წინააღმდგომ მისა; და რომელთამე ზედა აჩუენის თჳსი ძალი. ვინაჲთგან იგინი თჳთ წარწყმედადნი იყვნეს და წარწყმედასა ეძიებდეს, ბარე ესრეთ იქმნეს, რაჲთა მათი წარწყმედაჲ სხუათა შემაძრწუნებელ იყოს, ვითარცა-იგი ქმნა ფარაოს ზედა, რომელი მოციქულმანცა თჳთ შემოიღო სახედ. და გულისხმა-ყავთ, თუ ვითარ განაფიცხა გული ფარაოჲსი; რამეთუ, ვინაჲთგან იხილა ბრძენმან მან განმგებელმან სულთამან, ვითარ-იგი წარწყმედისა მიმართ ისწრაფდა და წარწყმედაჲ უყუარდა, და ვინაჲთგან ჯერ-იყო წარწყმედაჲ მისი, ესრეთ განაგო, რაჲთა დიდებულ იქმნას იგი და ყოველთა ზედა სახელოან, რაჲთა, რაჟამს წარწყმდეს, სხუათა სარგებელ ეყოს ვნებაჲ მისი, ვინაითგან იგი ფრიადისა მის უკეთურებისაგან უკურნებელ იყო.

ხოლო განაფიცხა იგი; ვითარ? წღ-არა თუ გული მისი ლბილ იყო და მოდრკებოდა და ღმერთმან განაფიცხა იგი. ნუ იყოფინ! არამედ ღმერთი ესევითართა საქმეთა იქმოდა, რომელნი უფროჲსად შემძლებელ იყვნეს მისდა მოდრეკად, ხოლო ეგევითარნი-იგი საქმენი მას უფროჲსად განაფიცხებდეს, და განაფიცხა იგი ღმერთმან სულგრძელებითა თჳსითა და დაყოვნებითა მით ტანჯვისაჲთა, და ჰგებდა, რაჲთა გარდაემატოს ბოროტი მისი. და რაჟამს უკუანაჲსკნელსა მას საზღვარსა უკეთურებისასა აღემატოს მისი უძლურებაჲ, მაშინ გამოჩნდეს მის ზედა სიმართლჱ იგი საღმრთოჲსა სასჯელისაჲ. ამისთჳს მცირეთაგან სატანჯველთა დაიწყო და აღაორძინებდა მათ ჟამითი-ჟამად და ვერ მოდრიკა სიფიცხლჱ მისი, არამედ ჰპოებდა, ვითარმედ ჴელმწიფებასცა ღმრთისასა შეურაცხ-ჰყოფდა, და ჭირთა მათცა მის ზედა მოწევნულთა შინა დაიცუა, და არცა ესრეთ მისცა იგი სიკუდილსა, ვიდრემდის მან თჳთ დაანთქა თავი თჳსი ამპარტავანებითა თჳსითა, იკადრა რაჲ გზასა მას ზედა მართალსა წარსლვად, და შევიდა ზღუად.

რაჟამს უკუე გესმას თუ: ჰრქუა ღმერთმან მოსეს: განვაფიცხო გული ფარაოჲსი, — ესრეთ გულისხმა-ყავ, ვითრმედ: მე ვქმნნე მის ზედა საქმენი, რომელნი უფროჲსად მომდრეკელნი იყვნენ სიფიცხლისანი, არამედ იგი თჳსითა უკეთურებითა უმეტესად განფიცხნეს.

ოქროპირისაჲ: სიტყუაჲ იგი თუ "განაფიცხნა ღმერთმან გული ფარაოჲსი", არა თუ ამას მოასწავებს თუ სიფიცხლჱ ნებამან ღმრთისამან დადვა გულსა მისსა, არამედ ვითარმედ გონებაჲ იგი მისი, ბოროტისა მიმართ მიდრეკილობითა, მისისა მის სიფიცხლისა მომალბობელსა სიტყუასა არა შეიწყნარებდა, არამედ უფროჲსად განფიცხნებოდა. ამისთჳს დასაბამი მისისა სიფიცხლისა და უკეთურებისაჲ იყო, რომელ თქუა, ვითარმედ: "არა ვიცი უფალი". მეორე —უწყალობაჲ მისი, რამეთუ თავისუფალი ერი დაიმონა და ალიზისა ქმნევითა სტანჯვიდა. მესამედ, რამეთუ უბრალოთა ჩჩჳლთა დაანთქმიდა მდინარესა შინა. მეოთხედ, რამეთუ ღმრთისა ქადაგებაჲ ესმოდა და არა შეიწყნარებდა. მეხუთედ, რამეთუ ესეზომთა სასწაულთა ზედა არა მოდრკა ღმრთისა მორჩილებად.

იტყჳს უკუე მოციქული, ვითარმედ: ამას ნუ იტყჳ თუ — მე ვითარ ვცხოვნდე, უკუეთუ იგი განმაფიცხებდეს, რამეთუ, რომელი ჰნებავნ, შეიწყალის, და რომელი ჰნებავნ, განაფიცხის, — რამეთუ მას, ნუ იყოფინ, თუმცა ვისი ენება განფიცხებაჲ, არამედ ყოველთაჲ წყალობაჲ ჰნებავს. უკუეთუ კულა შენ განჰფიცხნე და ბოროტსა იქმოდი და არა ეძიებდე წყალობასა, არა მისი არს ბრალი, არამედ შენისა ბოროტისა გონებისაჲ.

პავლესი: შენ ვინ ხარ, კაცო, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა. ჰრქჳს-მე-ა ქმნულმან შემოქმედსა — "რაჲსათჳს ესრეთ შემქმენ"? (9,20).

თარგმანი: არა თუ სიტყჳთა ამით თჳთმფლობელობასა მას ნებისა ჩუენისასა დაჰჴსნის, არმედ ამას იტყჳს, ვითარმედ ღმერთმან თქუა თუ: მე ყოველთა კაცთაჲ მნებავს ცხორებაჲ; არამედ შენ ვინ ხარო, რომელი იტყჳ თუ: არა, გარნა რომელთაჲმე ჰნებავს და რომელთაჲმე არა; თუ არა, იგი ვინმე რად არა აცხოვნა და ესე ვინმე რად არა შეიწყალა! — რამეთუ, ვითარცა თიჴაჲ მეკეცესა ვერარას ეტყჳს, არცა რას მოიგონებს, ეგრეთვე ჯერ-არსო შენდაცა, რაჲთა არა თუ სთქუა, არამედ არცა მოიგონო გამოძიებაჲ ღმრთისა საქმეთაჲ, არამედ, ვითარცა-იგი უსულოჲ ჰმორჩილობს ჴელთა მათ მეკეცისათა, ეგრეთვე რაჲთა შენ მორჩილ იყო ნებასა ამათ ყოველთა განმგებელისასა, და გრწმენეს, ვითარმედ იგი ყოველსავე სამართლად იქმს და ღირსად.

მოციქულისაჲ: ჭურთა მათ რისხვისათა, განმზადებულთა წარსაწყმედელად (9,22).

თარგმანი: არა თუ ღმერთი იქმს ჭურჭელთა რისხვისათა, არამედ თითოეულისა გონებაჲ, ვითარცა ენებოს, შესცვალებს თავსა თჳსსა, და რომელიმე ჰყოფს თავსა თჳსსა ჭურჭელ ოქროჲსა, და სხუაჲ — ჭურჭელ ვეცხლისა, და სხუაჲ —ჭურჭელ ძელისა და კეცისა და სხუაჲ — ჭურჭელ რისხვისა ჭურჭელ რისხვისა უკუე იყო ფარაო. ესე იგი არს, ვითარმედ: კაცი, რომელი ღმრთისა რისხვასა აღატყინებდა თჳსითა სიფიცხლითა, რამეთუ მიიღო ფრიადი იგი სულგრძელებაჲ ღმრთისაჲ და არა მოიქცა, არამედ უკეთურებასა ზედა ეგო, ამისთჳს არა თუ ოდენ ჭურჭლად რისხვისა ეწოდა, არამედ განმზადებულად წარსაწყმედელად, ესე იგი არს ვითარმედ: თავით თჳსით და ნეფსით ესრეთ განმზადებული.

პავლესი: ისრაჱლი შეუდგა რჩულსა მას სიმართლისასა და ვერ მისწუთა (9,31).

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: წარმართნი არა ისწრაფდეს სარწმუნოებისა მოგებად და ქრისტესა მოქცევად და მოიქცეს, ხოლო შენ, ჰურიაო, არა თუ რჩულისა იგი სიმართლჱ აღასრულე, არამედ მისგანცა დაეცი და წყევასა ქუეშე იქმენ. ხოლო ამათ მორწმუნეთა წარმართთა რჩული არა იცოდეს და იქმნნეს აღმასრულებელ მისა და ჰრწმენა ქრისტჱ.