მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 9:19

18. აწ უკუე რომელი ჰნებავს, შეიწყალებს, და რომელი ჰნებავს, განაფიცხებს.19. ნუუკუე მრქუა მე: და რაჲსა-ღა აბრალებს? რამეთუ ნებასა მისსა ვინ-მე წინა-აღუდგა?20. აწ უკუე, ჵ კაცო, შენ ვინ ხარ, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა? ჰრქუა ნუ-მეა ქმნულმან შემოქმედსა: რაჲსათჳს ესრეთ შემქმენ მე?
ჰრომაელთა მიმართ თავი 9
19. ნუუკუე მრქუა მე: და რაჲსა-ღა აბრალებს? რამეთუ ნებასა მისსა ვინ-მე წინა-აღუდგა?
თავი ი̂დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სთქუა-მე-ა ვითარმედ: რაჲსა მაბრალებს მე? ნებასა მისსა ვინ-მე წინა აღუდგეს? (9,19).:

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: ნუ იტყჳ თუ — მე ვითარ ვცხონდე, თუ იგი განმაფიცხებდეს; რამეთუ "რომელი ჰნებავნ შეიწყალის და რომელი ჰნებავნ განაფიცხის"! — გარნა ნუ იგონებო ამას, რამეთუ ნუ იყოფინ თუმცა მას ვისიცა ენება განფიცხებაჲ, არამედ ყოველთა წყალობაჲ ჰნებავს. უკუეთუ კულა შენ განფიცხნე და ბოროტსა იქმოდი და არა ეძიებდე წყალობასა, არა მისი არს ბრალი, არამედ შენისა ბოროტისა ნებისაჲ.

თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ნუუკუე მრქუა მე: და რაჲსაღა აბრალებს, რამეთუ, ნებასა მისსა ვინ-მე წინა-აღუდგეს! აწ უკუე, კაცო, შენ ვინ ხარ, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა! (9,19-20).:

თარგმანი: პირველად უკუე განაქიქნა გულისსიტყუანი, წინააღმდგომისა მიერ ჩუენ შორის დათესულნი, ვითარმედ: საეშმაკო არს ძალსა განკითხვათა ღმრთისათასა გამოკულევაჲ, თუ რაისათჳს იქმნების თითოეული მათი. ამისსა შემდგომად ჯეროვნად სიტყუას-უგებს კაცსა და ეტყჳს: "შენ ვინ ხარ?" — ესე იგი არს, ვითარმედ: რაჲ ზიარებაჲ გაქუს შენ ყოველთა მპყრობელსა შემოქმედსა და განმგებელსა თანა ერთმთავრობასა წმიდისა სამებისასა! რამეთუ, რომელი რაჲ განგეცხადოს, მისთჳს გიღირს მადლობისა შეწირვაჲ, და რაოდენი რაჲ არს დაფარულ, მისი — არცა ერთისა გამოკულევაჲ, არამედ ამისი მტკიცედ რწმუნებაჲ, ვითარმედ არარაჲ იქმნების მისგან თჳნიერ ჯეროვნისა და უმჯობესისა განგებისა, დაღაცათუ შენ უმეცარ ხარ ძალსა თითოეულისა მათისასა.

ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პავლესი: ვილოცევდი შეჩუენებელ-ყოფად თავი ჩემი ქრისტესგან (9,3).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ესოდენი მწუხარებაჲ მაქუს და ესრეთ არს გული ჩემი, რომელ უკუეთუმცა კრებულისაგან წმიდათაჲსა განვრდომაჲ მოიწეოდა ჩემ ზედა; რამეთუ ამისთჳს იტყჳს თუ: "შეჩუენებულ ქრისტესგან"; არა თუ ამას იტყჳს თუ: "სიყუარულისა მისისაგან განვრდომად", რამეთუ თჳთ ამათ სიტყუათა მისისა სიყუარულისათჳს იტყოდა, არამედ ამას მოასწავებს, ვითარმედ: დაღაცათუმცა განშორებაჲ მოიწეოდა ჩემდა წმიდათა კრებულისაგან, თავს-ვიდევ-მცა, და ოდენ ჩემისა მეუფისა ქრისტეს სახელიმცა არა იგმობვოდა.

მოციქულისაჲ: არა ესრე, ვითარმცა დავარდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ არა ყოველნი ისრაელისაგანნი არიან ისრაელ (9,6).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ აღთქუმაჲ იგი ღმრთისაჲ, რომელი ყო აბრაჰამისა მიმართ, ტყუვილ იქმნა, რამეთუ არა თუ რომელნიცა ჰურიანი არიან — ისრაელ და თესლ აბრაჰამისა არიან, არამედ რომელნიცა არიან მსგავსნი ისაკისნი, იგინი არიან შვილ აბრაჰამისა. თუ არა, არა თუ რომელნიცა ჴორციელად მისისა ნათესავისაგან არიან, იგინი შერაცხილ არიან მისდა შვილად.

პავლესი: "შევიწყალო, რომელი...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის