მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 9:22

21. ანუ არა ჴელ-ეწიფებისა მეკეცესა მას თიჴისა მის მისვე შეზელილისაგან შესაქმედ რომელიმე პატიოსნად ჭურჭლად და რომელიმე უპატიოდ?22. უკუეთუმცა უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ თჳსი და უწყებად ძალი თჳსი, რომელი დაუთმენიეს მრავლითა სულგრძელებითა ჭურთა მათზედა რისხვისათა, განმზადებულთა წარსაწყმედელად,23. და რაჲთა აჩუენოს სიმდიდრე იგი დიდებისა მისისაჲ ჭურთა მათ ზედა წყალობისათა, რომელნი-იგი წინაწარ განჰმზადნა სადიდებელად,
ჰრომაელთა მიმართ თავი 9
22. უკუეთუმცა უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ თჳსი და უწყებად ძალი თჳსი, რომელი დაუთმენიეს მრავლითა სულგრძელებითა ჭურთა მათზედა რისხვისათა, განმზადებულთა წარსაწყმედელად,
თავი ი̂დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუმცა უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ თჳსი და უწყებად ძალი თჳსი (9,22).:

თარგმანი: არა თუ ღმრთისა თანა რისხვისა ვნებაჲ არს, — ნუ იყოფინ! — არამედ რაჟამს იქმოდის სიმართლით საქმეთა მათ, რომელთა ჩუენ, რაჟამს განვრისხნეთ, მაშინ ვიქმთ, მას უწესს წერილი "რისხვად" — სახელსა ჩუენდა საცნაურსა. ხოლო ესე უწყოდეთ, ვითარმედ მას სულგრძელებისა გამოჩინებაჲ ენება ფარაოს ზედა, ხოლო იხილა რაჲ ვითარმედ მიზეზად ბოროტისა იჴმარებდა იგი სულგრძელებასა ღმრთისასა, მერმე მიაწია მის ზედა რისხვაჲ.

თავი ი̂დ. დაცემისათჳს არაჭეშმარიტისა ისრაელისა და წოდებისათჳს ჭეშმარიტისა და რჩეულისა, შემდგომად წარმართთაჲსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუმცა უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ თჳსი და უწყებად ძალი თჳსი, რომელ დაუთმენიეს მრავლითა სულგრძელებითა ჭურთა მათ ზედა რისხვისათა, განმზადებულთა წარსაწყევლელად; და რაჲთა აჩუენოს სიმდიდრე იგი დიდებისა მისისაჲ ჭურთა მათ ზედა წყალობისათა, რომელნი-იგი წინაჲსწარ განჰმზადნა სადიდებელად, რომელთაცა-ესე მიწოდა ჩუენ არა ხოლო თუ ჰურიათაგან, არამედ წარმართთაგანცა (9,22-24).:

თარგმანი: უსაკუთრეს არს სიტყუაჲ ესე ესრეთ სიტყუად ხოლო უკუეთუ უნდა ღმერთსა ჩუენებად რისხვაჲ და უწყებად ძლიერებაჲ; ესე იგი არს, ჭურ რისხვის იყო ფარაო, ვითარცა კაცი აღმაგზებელი რისხვასა ღმრთისასა სიფიცხისა მიერ თჳსისა; რაჟამს მოუქცეველად უკურნებელ იყო მიმყოვრებულსა მას ზედა ღმრთისა სულგრძელებასა. ამისთჳსცა არა ხოლო ჭურ რისხვისა, არამედ განმზადებულცა წარსაწყმედელად უწოდს მას, რამეთუ თავით თჳსით იქმნებოდა ბოროტ. არამედ ღმერთი ეგრეთცა სულგრძელებით თავს-იდებდა ვითარცა მნებებელი სინანულად მოყვანებისა მისისაჲ. ხოლო იგი რაჲ მოუქცეველ იყო, მაშინღა იჴუმია შემუსრვაჲ მისი განსაკრძალებელად სხუათა, რაჲთა ტანჯვითა მისითა სხუანი უგონიერეს იქმნნენ. რომელსა პირველ დროებდა, რაჲთა აჩუენოს ძალი სულგრძელებისაჲ, ხოლო ამისსა შემდგომად ქმნა, რაჲთა აჩუენოს ძალი მართლმსაჯულობით მტანჯველობისაჲ, რამეთუ მის თანა რისხვაჲ არა თუ ვნებაჲ რაჲმე არს, აღგზებული დუღილითა გულისაჲთა, არამედ ძალსა მართლმსაჯულობით მტანჯველობისა მისისასა რისხვა სახელ-ედების ჩუეულებითა კაცობრივისა სიტყჳსაჲთა. აწ უკუე, ვითარ-იგი შემდგომად მრავლისა თავს-დებისა მოუქცეველად დაშთომილთა —ჭურ რისხვის,...

სრულად ნახვა
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ჭურთა მათ რისხვისათა, განმზადებულთა წარსაწყმედელად (9,22).:

თარგმანი: არა თუ ღმერთი იქმს ჭურჭელთა რისხვისათა, არამედ თითოეულისა გონებაჲ, ვითარცა ენებოს, შესცვალებს თავსა თჳსსა, და რომელიმე ჰყოფს თავსა თჳსსა ჭურჭელ ოქროჲსა, და სხუაჲ — ჭურჭელ ვეცხლისა, და სხუაჲ —ჭურჭელ ძელისა და კეცისა და სხუაჲ — ჭურჭელ რისხვისა ჭურჭელ რისხვისა უკუე იყო ფარაო. ესე იგი არს, ვითარმედ: კაცი, რომელი ღმრთისა რისხვასა აღატყინებდა თჳსითა სიფიცხლითა, რამეთუ მიიღო ფრიადი იგი სულგრძელებაჲ ღმრთისაჲ და არა მოიქცა, არამედ უკეთურებასა ზედა ეგო, ამისთჳს არა თუ ოდენ ჭურჭლად რისხვისა ეწოდა, არამედ განმზადებულად წარსაწყმედელად, ესე იგი არს ვითარმედ: თავით თჳსით და ნეფსით ესრეთ განმზადებული.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის