მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 9:31

30. აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? რამეთუ წარმართნი, რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისაგან.31. ხოლო ისრაჱლი სდევდა შჯულსა მას სიმართლისასა და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუდა.32. რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმეთაგან შჯულისათა, რამეთუ შეჰბრკოლდეს ლოდსა მას შებრკოლებისასა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 9
31. ხოლო ისრაჱლი სდევდა შჯულსა მას სიმართლისასა და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუდა.
ებისტოლე ჰრომაელთა მიმართ თავი 8
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ისრაჱლი შეუდგა რჩულსა მას სიმართლისასა და ვერ მისწუთა (9,31).:

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: წარმართნი არა ისწრაფდეს სარწმუნოებისა მოგებად და ქრისტესა მოქცევად და მოიქცეს, ხოლო შენ, ჰურიაო, არა თუ რჩულისა იგი სიმართლჱ აღასრულე, არამედ მისგანცა დაეცი და წყევასა ქუეშე იქმენ. ხოლო ამათ მორწმუნეთა წარმართთა რჩული არა იცოდეს და იქმნნეს აღმასრულებელ მისა და ჰრწმენა ქრისტჱ.

თავი ი̂ე
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისასა. და ისრაჱლი შეუდგა შჯულსა მას სიმართლისასა, და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუთა (9,30-31).:

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ: ამისთჳს განცჳვეს ჰურიანი, რამეთუ წარმართნი, რომელნი არა ეძიებდეს სიმართლესა, არცა ასმიოდა ქრისტე, და ესმა რაჲ, მოიქცეს მისა, და პოვეს სიმართლე ჭეშმარიტი სარწმუნოებისა მიერ ქრისტესისა. ხოლო შენ, ჵ ჰურიაო, არცა თუ შჯულისა იგი სიმართლე აღასრულე, არამედ მისგანცა დაეცი და წყევასა ქუეშე იქმენ, ხოლო ამათ მორწმუნეთა წარმართთა შჯული არა იცოდეს და იქმნეს აღმასრულებელ მისა, რამეთუ ჰრწმენა ქრისტე, რომელსა იგი მოასწავებდა.

თავი ი̂ე. ვითარმედ ურწმუნოებისაგან იქმნა დაცემაჲ მათი, უმეცრებისათჳს სიმართლესა ღმრთისასა, რამეთუ არა დაემორჩილნეს იგინი მადლსა მას ქადაგებისასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? რამეთუ წარმართნი, რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისაგან. ხოლო ისრაჱლი სდევდა შჯულსა მას სიმართლისასა, და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუთა. რაჲსათჳს-მე? — რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმეთაგან შჯულისათა (9,30-32).:

თარგმანი: ორ-ორი არს სიტყუაჲ ესე საძიებელი: ორი — წარმართთათჳს, თუ ვითარ ეწინეს, და თუ ვითარ, რომელნი არა სდევდეს, ეწინეს სიმართლესა; და ორი - ჰურიათათჳს, თუ ვითარ ვერ ეწინეს, და ვითარ, რაჟამს სდევდეს, ვერ ეწინეს. ხოლო მცირედ ქუემო-რე სამ-სამ იქმნების: წარმართთათჳს სამ, — თუ ვითარ პოვეს სიმართლე, და თუ ვითარ უფროჲს შჯულიერისა მის განმართლდეს და არა-მეძიებელნი განმართლდეს; და ეგრეთვე ჰურიათათჳს სამ: თუ ვითარ ვერ პოვეს, და შემდგომად მოსწრაფებისა ვერ პოვეს, და უდარესიცა მერვე პოვეს. ამისსა აღჴსნასა თჳთვე მოციქული დასდებს შემოკლებულად, ვითარმედ: რომელთა-იგი უშრომელად პოვეს, ესე იგი არიან წარმართნი, სარწმუნოებითა პოვეს, რომლისათჳს-იგი პირველ არა დამაშურალ იყვნეს, რამეთუ, მეყსა შინა ჰრწმენა რაჲ ქრისტე, მყის განმართლდეს; ხოლო ჰურიანი ვინაჲთგან საქმეთაგან ეძიებდეს განმართლებასა, ამისთჳს ვერ განმართლდეს, რამეთუ საქმეთაგან ვერვინ განმართლდების წინაშე ღმრთისა ჴორციელთა კაცთაგანი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის