მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 9:32

31. ხოლო ისრაჱლი სდევდა შჯულსა მას სიმართლისასა და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუდა.32. რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმეთაგან შჯულისათა, რამეთუ შეჰბრკოლდეს ლოდსა მას შებრკოლებისასა.33. ვითარცა წერილ არს: აჰა ესერა დავსდებ სიონს შინა ლოდსა შებრკოლებისასა და კლდესა საცთურებისასა; და ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არასადა ჰრცხუენეს.
ჰრომაელთა მიმართ თავი 9
32. რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმეთაგან შჯულისათა, რამეთუ შეჰბრკოლდეს ლოდსა მას შებრკოლებისასა.
თავი ი̂ე
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რაჲსათჳს-მე? რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმისაგან შჯულისა (9,32).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ენება სიმართლისა პოვნაჲ ჰურიათა, არამედ ვერ მიემთხჳნეს. ამისთჳსო, რამეთუ ჰგონებდეს თუმცა განმართლდეს საქმეთა მიერ შჯულისათა, რომელ-ესე შეუძლებელ არს.

თავი ი̂ე. ვითარმედ ურწმუნოებისაგან იქმნა დაცემაჲ მათი, უმეცრებისათჳს სიმართლესა ღმრთისასა, რამეთუ არა დაემორჩილნეს იგინი მადლსა მას ქადაგებისასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ-მე ვთქუათ? რამეთუ წარმართნი, რომელნი არა სდევდეს სიმართლესა, ეწინეს სიმართლესა, ხოლო სიმართლესა სარწმუნოებისაგან. ხოლო ისრაჱლი სდევდა შჯულსა მას სიმართლისასა, და შჯულსა მას სიმართლისასა ვერ მისწუთა. რაჲსათჳს-მე? — რამეთუ არა სარწმუნოებისაგან, არამედ ვითარცა საქმეთაგან შჯულისათა (9,30-32).:

თარგმანი: ორ-ორი არს სიტყუაჲ ესე საძიებელი: ორი — წარმართთათჳს, თუ ვითარ ეწინეს, და თუ ვითარ, რომელნი არა სდევდეს, ეწინეს სიმართლესა; და ორი - ჰურიათათჳს, თუ ვითარ ვერ ეწინეს, და ვითარ, რაჟამს სდევდეს, ვერ ეწინეს. ხოლო მცირედ ქუემო-რე სამ-სამ იქმნების: წარმართთათჳს სამ, — თუ ვითარ პოვეს სიმართლე, და თუ ვითარ უფროჲს შჯულიერისა მის განმართლდეს და არა-მეძიებელნი განმართლდეს; და ეგრეთვე ჰურიათათჳს სამ: თუ ვითარ ვერ პოვეს, და შემდგომად მოსწრაფებისა ვერ პოვეს, და უდარესიცა მერვე პოვეს. ამისსა აღჴსნასა თჳთვე მოციქული დასდებს შემოკლებულად, ვითარმედ: რომელთა-იგი უშრომელად პოვეს, ესე იგი არიან წარმართნი, სარწმუნოებითა პოვეს, რომლისათჳს-იგი პირველ არა დამაშურალ იყვნეს, რამეთუ, მეყსა შინა ჰრწმენა რაჲ ქრისტე, მყის განმართლდეს; ხოლო ჰურიანი ვინაჲთგან საქმეთაგან ეძიებდეს განმართლებასა, ამისთჳს ვერ განმართლდეს, რამეთუ საქმეთაგან ვერვინ განმართლდების წინაშე ღმრთისა ჴორციელთა კაცთაგანი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის