თარგმანი: ხედვიდა რაჲ, ვითარმედ ჰურიათა მიერ იგმობებოდა ქრისტეს სახელი, რომელნი-იგი პირველ პატიოსან იყვნეს, ამისთჳს თქუა ესე, ვითარმედ: ესოდენი მწუხარებაჲ მაქუს და ესრეთ არს გული ჩემი, რომელ უკუეთუმცა კრებულისაგანცა წმიდათაჲსა განვრდომაჲ მოიწეოდა ჩემ ზედა, რამეთუ ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ "შეჩუენებულ-ყოფად ქრისტესგან". არა თუ ამას იტყჳს თუ: "სიყუარულისა მისისაგან განვრდომად", რამეთუ თჳთ ამათ სიტყუათა მისისა სიყუარულისათჳს იტყოდა, გარნა ამას მოასწავებს, ვითარმედ: ესოდენ მაქუს სიყუარული ქრისტესი, რომელ დაღაცათუმცა განშორებაჲ მოიწეოდა ჩემ ზედა წმიდათა კრებულისაგან, თავს-ვიდევ-მცა, და ოდენ ჩემისა მეუფისა ქრისტეს სახელი არა იგმობებოდა-მცა, და უფროჲსად ჰურიათა მიერ, რომელთა ესოდენნი პატივნი მისცნა — შვილებაჲ და დიდებაჲ და აღთქუმანი და შჯულის-დებანი — და არღარაჲ დაუტევა მიზეზი მათ თანა, და იგინი მგმობარვე იქმნნეს სახელისა მისისა.
ჰრომაელთა მიმართ 9:4
თარგმანი: არა თქუა, ვითარმედ: "მენება", არამედ "ვილოცევდ"; ესე იგი არს, მის თავადისა ქრისტესგან ვითხოვდ შეწყალებასა ჰურიათასა, ესოდენითა მოწლებითა, რომელ არცაღა თავსა თჳსსა ვჰრიდებდ შეჩუენებულ, ესე იგი არს, განვრდომილ ყოფად ქრისტესგან. ესე საზომი პავლეს გონებისაჲ ფრიად უმაღლეს არს პირველსა მას საზომსა ქრისტეს მიმართ მტკიცისა სიყუარულისასა; ვითარ რომელი-იგი ყოველთა დაბადებულთა, ხილულთა და უხილავთა, ვერ შეუძლეს რწმუნებად მისსა, ამას აწ თჳთ ირწმუნებს ძმათა თჳსთა, და უფროჲსღა მისვე ქრისტეს სიყუარულისათჳს, რაჲთა არა იგმობებოდის მრავალთა მიერ სახელი მისი. და ესე თუ იქმნას, დაღათუ თჳთ შეიჩუენებოდის (რამეთუ ესე არს ძალი "შეჩუენებულ ყოფისაჲ" — უცხო ყოფაჲ და განვრდომაჲ ყოვლითურთ), არავე საძნაურ უჩნს მოციქულსა, ხოლო ვინაჲთგან ორნი ესე დიდნი საქმენი წარმოთქუნა თავისა თჳსისათჳს — პირველად სიყუარული ღმრთისაჲ და აწ სიყუარული მოყუსისაჲ, — აწ დაიმდაბლებს თავსა თჳსსა, და სახელითა ძმობისა და ჴორციელად ნათესავობისაჲთა დაჰფარავს მადლსა მას, მონიჭებულსა მისდა....
...სებრ შჯულისა იქმნის უბიწო“. და კუალად არს სარწმუნოებაჲ და სარწმუნოებაჲ, რამე-თუ იტყჳს, ვითარმედ: „სარწმუნოებითი სარწმუნოებად“. და არს ძეობაჲ და ძეობაჲ, რამეთუ იტყჳს: „რომელთა-იგი არს ძეობაჲ და შვილებაჲ“. და არს დიდებაჲ და დიდებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „უკუეთუ განქარვებადი იგი დიდებისა მიერ არს, არა უფროჲსად ჭეშმარიტი იგი დიდებული იყოსა?“ და არს შჯული და შჯული, რამეთუ იტყჳს, ვი-თარმედ: „შჯულმან მან სულისა ცხორებისამან განმათავისუფლა მე“. და არს მსახურებაჲ და მსახურებაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „სულითა ღმრთისაჲთა ჰმსახურებდით“. და არს აღთქუმაჲ და აღთქუმაჲ, რამეთუ იტყჳს: „და აღგითქუა თქუენ აღთქუმაჲ ახალი, არა ვითარ-იგი აღუთქუ მამათა თქუენთა“. და სიწმიდე და სიწმიდე, და ნათლის-ღებაჲ და ნათლის-ღებაჲ, და მსხუერპლი და მსხუერპლი, და ტაძარი და ტაძარი, და წინადაცუეთაჲ და წინადაცუეთაჲ, ეგრეთვე მადლი და მადლი, არამედ...