თარგმანი: ესე არს კეთილი და ჯეროვანი განცდაჲ პირსა ქმნულებისა თჳსისასა, რაჲთა არა ჟამ ერთ, არამედ სამარადისოდ და აღუჴოცელად წინაშე თუალთა აქუნდეს, თუ ვითარ შეიქმნა ანუ თუ რაჲსათჳს შეიქმნა; ცხად არს, ვითარმედ სამადლობელად ღმრთისა საქმეთა მიერ კეთილთა, და რაჲთა ესრეთ მარადის მოქმედებითა საღმრთოთა მცნებათაჲთა მარადის განაახლებდეს და არაოდეს უტევებდეს მის შორის დაძუელებად ქმნულებასა სამეუფოჲსა მის ხატისასა.
იაკობ 1:23
22. და იყვენით მყოფელ სიტყჳსა მის და ნუ ხოლო მსმენელ და შეურაცხის-მყოფელ თავთა თჳსთა.23. უკუეთუ ვინმე მსმენელ ხოლო იყოს სიტყჳსა მის და მყოფელ არა, ესევითარი იგი მსგავს არს კაცისა მის, რომელმან განიცადის პირი ქმნულებისა თჳსისაჲ სარკითა.24. რამეთუ განიცადა თავი თჳსი და წარვიდა და მეყსეულად დაავიწყდა, რაბამ-რაჲ იყო.
იაკობ თავი 1