მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იაკობ 1:24

23. უკუეთუ ვინმე მსმენელ ხოლო იყოს სიტყჳსა მის და მყოფელ არა, ესევითარი იგი მსგავს არს კაცისა მის, რომელმან განიცადის პირი ქმნულებისა თჳსისაჲ სარკითა.24. რამეთუ განიცადა თავი თჳსი და წარვიდა და მეყსეულად დაავიწყდა, რაბამ-რაჲ იყო.25. ხოლო რომელმან მიჰხედა სჯულსა მას სრულსა აზნაურებისასა და დაადგრა მას, ესე არა მსმენელ და დამვიწყებელ იქმნა, არამედ მყოფელ საქმისა; ესე ნეტარ იყოს ქმნითა მით მისითა.
იაკობ თავი 1
24. რამეთუ განიცადა თავი თჳსი და წარვიდა და მეყსეულად დაავიწყდა, რაბამ-რაჲ იყო.
თავი ბ̂. სიმშჳდისათჳს და სიწმიდისა და კეთილთა საქმეთათჳს, ნეტარებისათჳს, მიცემისა, მეცნიერებისათჳს და წესიერად ზრახვისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ვინმე მსმენელ ხოლო იყოს სიტყჳსა მის და მყოფელ არა, ესევითარი იგი მსგავს არს კაცისა მის, რომელმან განიცადის პირი ქმნულებისა თჳსისაჲ სარკითა. რამეთუ განიცადა თავი თჳსი და წარვიდა, და მეყსეულად დაავიწყდა, რაბამ რაჲ იყო (1,23-24).:

თარგმანი: ესე არს კეთილი და ჯეროვანი განცდაჲ პირსა ქმნულებისა თჳსისასა, რაჲთა არა ჟამ ერთ, არამედ სამარადისოდ და აღუჴოცელად წინაშე თუალთა აქუნდეს, თუ ვითარ შეიქმნა ანუ თუ რაჲსათჳს შეიქმნა; ცხად არს, ვითარმედ სამადლობელად ღმრთისა საქმეთა მიერ კეთილთა, და რაჲთა ესრეთ მარადის მოქმედებითა საღმრთოთა მცნებათაჲთა მარადის განაახლებდეს და არაოდეს უტევებდეს მის შორის დაძუელებად ქმნულებასა სამეუფოჲსა მის ხატისასა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის