თარგმანი: ესე სიტყუაჲ მესამესა წიგნსა შინა მეფეთასა წერილ არს, ვითარმედ: თქუა ელია აქაბის მიმართ: ცხოველ არს უფალი ძალთაჲ, ღმერთი ისრაელისაჲ, რომლისა წინაშე ვდგა მე დღეს. უკუეთუ იყოს წელიწადთა ამათ ცუარი გინა წჳმაჲ, გარნა თუ სიტყჳთა პირისა ჩემისაჲთა. ვინაჲცა ესევითარი იგი ღრუბელთ შემკრველი და კუალად განმჴსნელი —კაცივე იყო, მსგავსად ჩუენსა შემოსილი უძლურითა ჴორცითა, რომლითა მოიგნა ესოდენნი სათნოებანი და ფრიადი კადნიერებაჲ წინაშე ღმრთისა, რამეთუ ვიდრე სიკუდილადმდე არა ჰრიდებდა თავსა თჳსსა ყოველთავე შინა საქმეთა ღმრთისა მონებისათა.
იაკობ 5:17
16. აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა, რაჲთა განიკურნნეთ, რამეთუ ფრიად შემძლებელ არს ლოცვაჲ მართლისაჲ შეწევნად.17. ელია კაცივე იყო მსგავსი ჩუენი და ლოცვაჲ ილოცა არა წჳმად, და არა წჳმა ქუეყანასა ზედა სამ წელ და ექუს თუე,18. და კუალად ილოცა და ცამან მოსცა წჳმაჲ და ქუეყანამან აღმოაცენა ნაყოფი თჳსი.
იაკობ თავი 5