თარგმანი: დიდად ძალ-მწე არს ჭირთა შინა უდრტჳნველობისაჲ, რაჲთა არა ვითარცა ჭირვეულნი განვიკითხვიდეთ მაჭირვებელთა მარადის ჴსენებითა საუფლოჲსა მის სიტყჳსაჲთა, ვითარმედ: ნუ განიკითხავთ, რაჲთა არა განიკითხნეთ, რამეთუ უკუეთუ ჩუენ განვიკითხვიდეთ მოყუასთა ცოდვისა და ბრალისათჳს, ჩუენ განვიკითხნეთ საუფლოჲსა მცნებისა გარდასლვისათჳს.
იაკობ 5:9
8. სულ-გრძელ იქმნენით თქუენცა, განიმტკიცენით გულნი თქუენნი, რამეთუ მოსლვაჲ უფლისაჲ მოახლოებულ არს.9. ნუ სულთ-ითქუამთ, ძმანო, ურთიერთას, რაჲთა არა განიკითხნეთ. აჰა ესერა, განმკითხველი წინაშე კართა დგას.10. სახედ გაქუნდინ, ძმანო ჩემნო, ძჳრის ხილვისა და სულგრძელებისა წინაწარმეტყუელნი, რომელნი იტყოდეს სახელითა უფლისაჲთა.
იაკობ თავი 5