...რთისაგან და მისცემს გეჰენიასა ცეცხლისასა, ვითარ ამპარტავანებისა მძლავრებაჲ, რამეთუ რაჟამს იგი ჩუენ თანა იყოს, ყოველივე ცხორებაჲ ჩუენი არაწმიდა არს, გინა თუ ქალწულებასა ვიქმოდით, ანუ თუ მარხვასა, ანუ ლოცვასა, ანუ მოწყალებასა, ანუ სხუასა რას, რამეთუ „არაწმიდა არს და საძაგელ წინაშე უფლისა ყოველი მაღალი გულითა“.
დავაცხროთ უკუე ამპარტავანებაჲ ჩუენი, უკუეთუ გუნებავს, რაჲ-თა ვიყვნეთ წმიდა და განვთავისუფლდეთ საშჯელისა მისგან, რომელი მიელის ეშმაკსა, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „ნუ ახალნერგ, რაჲ-თა არა აღჰზუავნე და საშჯელსა და საფრჴესა ეშმაკისასა არა მიეცე“. არამედ განვერნეთ ამას უშჯულოებისა საქმესა, უკუეთუ გულისხმავყოთ ბუნებაჲ ჩუენი და ცოდვათა ჩუენთა სიმრავლჱ მოვიჴსენოთ და მერმეთა მათ სატანჯველთა სიმწარე და სოფლისა ამის საქმეთა ამაოებაჲ, რამეთუ არარაჲთ უმჯობჱს არს თივისა და ყუავილთა მათ არისათა უადვილჱსად დაჭნების.
უკუეთუ ამას ყოველსა ვიგონებდეთ და სათნოებათა მათ წმიდათასა ვჰბაძვიდეთ, ვეროდეს დაგუცნეს ეშმაკმან ამპარტავანებითა. ხოლო ღმერთმან მდაბალთამან, სახიერმან და ტკბილმან მოგუანიჭოს ჩუენცა და თქუენცა გული შემუსრვილი და მდაბალი, რაჲთა ესრეთ შეუძლოთ სხუათაცა სათნოებათა წარმართება...