...ბოროტი სახელი შეიძინა. რადგან მრავალი უგუნური უბედურებებზე დაყრდნობით ადამიანის ცხოვრებასაც ცილს სწამებს; ეს იობზეც მოხდა. ამიტომაც ამბობდნენ, თუმცა მასში ბოროტს ვერაფერს ხედავდნენ: „ღირსად შეგემთხჳა შენ უფლისა მიერ, რაჲ-იგი შესცოდე მას“ (). პავლესაც კი ბარბაროზები ბოროტ და ბოროტმოქმედ კაცად მიიჩნევდნენ, რადგან იქედნე მის ხელს ეკიდა. ამიტომაც ამბობდნენ: „რომელი ზღუასა ღათუ განერა, სასჯელმან ცხორებად არა უტევა“ (). სემეიც დავითს ასე უწოდებდა: „კაცი ეგე მოსისხლე“ (), და ამ უბედურების გამო მის შესახებ ასეთი ბოროტი განაჩენი გამოიტანა.
8. ღმრთის სიყვარული და ჭირთა სარგებელი
ამრიგად, რათა თქვენც იგივე არ შეგემთხვეთ, მოდით, ამ საკითხებზე ცოტა ვისაუბროთ. რადგან ბევრისგან მესმის: „ღმერთს რომ ღარიბები უყვარდეს, ღარიბებად ყოფნას არ დაუშვებდა“; და სხვებისგანაც, როცა ხედავენ, რომ ვინმე უძლ...