...ვ მწვავედ ინახავს. რადგან უბედურებები ყველაზე მეტად მაშინ გვკბენენ, როცა მათ უწინდელ კეთილდღეობებს შევადარებთ; და შედარება ჭრილობას უფრო მძიმეს ხდის. ამასვე ოდესღაც იობიც გოდებით ამბობდა: „ვინმე მყოს მე თუეთა მათებრ პირველთა დღეთა მათ“ (). და იგი აღწერს მთელ სიმდიდრეს და სიკეთეებს, რომლებიც თითქოს წყაროებიდან მოედინებოდა, პატივებს, შემოსავლებს, მთელ ბრწყინვალებას, რათა ამათთან შედარებით ბევრად უფრო მძიმე გამოაჩინოს ახლანდელი და მას თავსდატეხილი საშინელებები. სწორედ ეს გააკეთა ახლა წინასწარმეტყველმაც, როცა სათავსოები გაახსენა; და არც ამით დაკმაყოფილდა, არამედ ისინი მგლოვიარედაც შემოიყვანა. რადგან სიტყვის ეს სახე უფრო გამომსახველია, როცა ამგვარ გაპიროვნებებს ქმნის. ასე, უკვე ვაზებსაც და ღვინოსაც მგლოვიარედ შემოიყვანს, რათა მსმენელებზე უფრო ძლიერ იმოქმედოს და მათ სიჩლუნგეს შეეხოს. რას ნიშნავს: „დაშთე მხოლოჲ“ ()?...
იობისა 29:2
1. მერმე კუალად შესძინა იობ და თქუა იგავით:2. ვინმე მყოს მე თუეთა მათებრ პირველთა დღეთა მათ, რომელთა მცვიდა უფალი?3. ოდეს-იგი ბრწყინვიდა ნათელი მისი ზედა თავსა ჩემსა, ოდეს-იგი ნათელითა მისითა ვიდოდე ბნელსა შინა,
იობისა თავი 29