...ლდღეობას იტანს გონიერად; ხოლო უბედურებაში ჩავარდნილი, რადგან გაუწვრთნელი და მოუმზადებელია, ირყევა და შფოთავს. მაგრამ იობი ასე არ ყოფილა; იგი კეთილდღეობაშიც ყოველდღე უბედურებას მოელოდა; ამიტომაც ამბობდა: „რომლისათჳს ვზრუნევდი, მოიწია ჩემ ზედა და რომელსა ვეჭუდი, შემემთხჳა მე“ (). „ვერცა მშჳდობით ვიყავ, ვერცა მყუდროებით და ვერცა განვისუენებდ. და მოიწია ჩემ ზედა რისხვა“ (). ამიტომ სხვაც ამბობდა: „გაიხსენე შიმშილის ჟამი სიმაძღრის ჟამს, სიღარიბე და ნაკლებულობა სიმდიდრის დღეს“ (სირ 18:25)12.
მაგრამ ეს კაცი, ერთხელ სრულიად გახრწნილი, ადამიანურ ხვედრს აღარ ითვალისწინებს, არამედ კეთილწარმატების გამო ჰგონია, რომ ყველაფერი მისთვის უძრავია. ეს კი უკიდურესი უგუნურებისა და გახრწნილების საფუძველია და საბოლოო წარწყმედის საბაბი. ამიტომ ნუ შერაცხავ ნეტარად მდიდრებს, მტრებზე გამარჯვე...