მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

იუდა 1:13

12. ესენი არიან, რომელნი სიყვარულთა მათ თქუენთა შებილწებულნი თანა-შეგცხრებიან და უშიშად თავთა თჳსთა ჰმწყსიან. ღრუბელნი ურწყულნი, ქარისაგან მიმოტაცებულნი, ხენი ზამთრისანი უნაყოფონი, ორ გზის მომწყდარნი, ძირითურთ მოფხურილნი,13. ღელვანი ზღჳსანი განძჳნებულნი, რომელნი პერად აღაფრქუევენ თავისა თჳსისათჳს სირცხჳლსა, ვარსკულავნი ცთომილნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელისაჲ საუკუნოდ დამარხულ არს.14. წინაწარმეტყუელა მათთჳს მეშჳდემან ადამისითგან ენუქ და თქუა: აჰა ესერა, მოვიდა უფალი ბევრეულითა წმიდათა მისთაჲთა.
იუდა თავი 1
13. ღელვანი ზღჳსანი განძჳნებულნი, რომელნი პერად აღაფრქუევენ თავისა თჳსისათჳს სირცხჳლსა, ვარსკულავნი ცთომილნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელისაჲ საუკუნოდ დამარხულ არს.
თავი ბ̂. ვაებაჲ მათი საცთურებისათჳს და უშჯულოებისა და სიბილწისა და გმობისა და მოპოვნებულისა ორგულებისა. მედგრობით მიღებისათჳს ქრთამისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ღრუბელნი ურწყულნი, ქარისაგან მიმოტაცებულნი; ხენი ზამთრისანი უნაყოფონი, ორგზის მომწყდარნი, ძირითურთ მოფხურილნი, ღელვანი ზღჳსანი განძჳნებულნი, რომელნი პერად აღაფრქუევენ თავისა თჳსისა სირცხჳლსა, ვარსკულავნი ცთომილნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელისაჲ საუკუნოდ დამარხულ არს (1,12-13).:

თარგმანი: ყოველნივე ესე სახენი მწვალებელთა კრებულისათჳს შემოუხუმან, რომელნი-იგი დაღაცათუ მოძღუარ სახელსდებენ თავთა თჳსთა, არამედ ესოდენი განყოფილებაჲ აქუს მათ მოძღუართაგან ჭეშმარიტთა ეკლესიისათა, რაოდენ ღრუბელთაგან წჳმით დამათრობელთა სოფლისათა — ღრუბელსა ცალიერსა წყლისაგან ცხოველისა, რომელი მარადის მიმოიტაცებოდის ქარისაგან, და რაოდენ ხეთაგან ნაყოფიერთა — ხესა უნაყოფობა. ხოლო ორგზის მომწყდარ არიან, რამეთუ პირველ წარმართობასა შინა მკუდარნი შემდგომად ქრისტეს სარწმუნოებისა მიერ განცხოველებისა კუალად წვალებით მომწყდარ იქმნნეს. და კუალად, ორ-კერძო მკუდარ არიან ბოროტადმადიდებლობითა შჯულთაჲთა და ბილწებითა საქმეთაჲთა, რომლითა ორ-გზის მკუდარ არიან: სულითა ჴორცთა თანა. ხოლო ძირითურთ მოფხურილ, რამეთუ აღიფხურნეს და განიჴადნეს საყოფელთაგან უფლისათა. რამეთუ არა იყვნეს ზეთისხილ მსხმო სახლსა უფლისასა, ამისთჳს ძირითურთ განჰფხურის მათ ქუეყანით ცხოველთაჲთ. რამეთუ, რაჟამს ხე იყვნეს, არა აქუნდა არცა ნაყოფი მართლმადიდებლობისაჲ, არცა ფურცელი კეთილთა საქმეთაჲ, ვინაჲცა ბორგნეულებაჲ მათი პერად აღიძრვოდა და უშუერებასა ბილწებათა მათთასა ყოველთა შორის ურცხჳნოდ...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის