მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:22

21. და თქუენ ოდესმე იყვენით უცხო-ქმნულ და მტერ გონებითა თქუენითა საქმეთა მათ შინა ბოროტთა,22. ხოლო აწ დაგიგნა გუამითა მით ჴორცთა მისთაჲთა სიკუდილისა მიერ და წარგადგინნა თქუენ წმიდად და უბიწოდ და უბრალოდ წინაშე მისსა,23. უკუეთუ ეგნეთ სარწმუნოებასა ზედა დაფუძნებულნი და დამტკიცებულნი და შეურყეველნი სასოებისა მისგან სახარებისა, რომლისაჲ გესმა, ქადაგებულისაჲ ყოვლისა შორის დაბადებულისა ცასა ქუეშე, რომლისა ვიქმენ მე, პავლე, მსახურ.
კოლასელთა მიმართ თავი 1
22. ხოლო აწ დაგიგნა გუამითა მით ჴორცთა მისთაჲთა სიკუდილისა მიერ და წარგადგინნა თქუენ წმიდად და უბიწოდ და უბრალოდ წინაშე მისსა,
თავი დ̂. დაგებისათჳს წარმართთაჲსა გუამითა მით ქრისტესითა და ვნებითა სარწმუნოებისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და თქუენ ოდესმე იყვენით უცხო-ქმნულ და მტერ გონებითა თქუენითა საქმეთა მათ შინა ბოროტთა; ხოლო აწ დაგიგნა გუამითა მით ჴორცთა მისთაჲთა სიკუდილისა მიერ, და წარგადგინნა თქუენ წმიდად და უბიწოდ და უბრალოდ წინაშე მისსა (1,21-22).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო მტერისა მიერითა მძლავრებითა, არამედ თჳთ ნებსითითაცა აღრჩევითა და ბოროტთა საქმეთა მიდევნებითა უცხო ქმნილ და მტერ ღმრთისა ვიყვენით კაცნი, და ამისთჳს — არა ღირს წყალობისა და დაგებისა, რამეთუ არა ხოლო ბოროტითა ნებითა, არამედ უბოროტესთა საქმეთა მოქმედებითა შეპყრობილ ვიყვენით, არათუმცა მას სახიერსა სიმდიდრითა წყალობათა თჳსთაჲთა საჴსრად ჩუენდა მიეცნეს შეუხებელნი იგი ბრალისა და ცოდვისანი ყოვლად წმიდანი ჴორცნი თჳსნი, სიკუდილითა მწარითა და დასაშჯელითა, რომლისა მიერ არა ხოლო გამომიჴსნნა ტყუეობისაგან, არამედ წმიდად და უბრალოდ წარმადგინნა წინაშე მისსა, რამეთუ თჳთ იგივე არს მოქმედი დაგებისაჲ, არა ანგელოზთა, არცა მამშჳდებელთა მიერ, არამედ გუამითა მით ჴორცთა თჳსთაჲთა, და იგივე არს ჩუენ მიერ განრისხებული და მსაჯულად ჩუენდა მჯდომარე და ჴელმწიფე განმართლებისა და დაშჯისა ჩუენისაჲ, ბუნებითა მით ღმრთეებისა თჳსისაჲთა; ამისთჳსცა ესევითართა წარმადგენს წინაშე თჳსსა, განწმედილთა და უბრალოთა, რაჲთა ღირს ვიყვნეთ მოღებად ნიჭთა თუალუხუავისა მისგან მართლმსაჯულობისა მისისა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის