მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 1:23

22. ხოლო აწ დაგიგნა გუამითა მით ჴორცთა მისთაჲთა სიკუდილისა მიერ და წარგადგინნა თქუენ წმიდად და უბიწოდ და უბრალოდ წინაშე მისსა,23. უკუეთუ ეგნეთ სარწმუნოებასა ზედა დაფუძნებულნი და დამტკიცებულნი და შეურყეველნი სასოებისა მისგან სახარებისა, რომლისაჲ გესმა, ქადაგებულისაჲ ყოვლისა შორის დაბადებულისა ცასა ქუეშე, რომლისა ვიქმენ მე, პავლე, მსახურ.24. აწ მიხარის ვნებათა მათ შინა თქუენთჳს და აღვასრულებ დაკლებულთა მათ ჭირთა ქრისტესთა ჴორცითა ჩემითა გუამისათჳს მისისა, რომელ არს ეკლესიაჲ,
კოლასელთა მიმართ თავი 1
23. უკუეთუ ეგნეთ სარწმუნოებასა ზედა დაფუძნებულნი და დამტკიცებულნი და შეურყეველნი სასოებისა მისგან სახარებისა, რომლისაჲ გესმა, ქადაგებულისაჲ ყოვლისა შორის დაბადებულისა ცასა ქუეშე, რომლისა ვიქმენ მე, პავლე, მსახურ.
თავი დ̂. დაგებისათჳს წარმართთაჲსა გუამითა მით ქრისტესითა და ვნებითა სარწმუნოებისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ ეგნეთ სარწმუნოებასა ზედა დაფუძნებულნი და დამტკიცებულნი და შეურყეველნი სასოებისა მისგან სახარებისა (1,23).:

თარგმანი: რაჲთა არა უდებ იქმნენ კაცნი კრძალულებით მოქმედებისაგან კეთილთა საქმეთაჲსა, ესმოდის რაჲ ზემო წარმოთქუმულ ესე მადლით სარწმუნოებისა მიერ განმართლებაჲ ქრისტეს მიერი, ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: ესე ყოველი, რაოდენი მან თავადმან თავს-იდვა თქუენთჳს, მაშინ სარგებელ გეყოს, უკუეთუ ეგნეთ მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა მისსა, დაფუძნებულად შენებითა კეთილთა საქმეთაჲთა; და არა სთქუათ, ვითარმედ: ყოველივე წარმართებაჲ ჩუენი უქმნიეს სიკუდილსა ქრისტესსა, და ჩუენ არღარას გჳჴმს ქმნაჲ. ამისთჳს უწყოდეთ, ვითარმედ მისი იგი პირველ ქმნულთა ბრალთა მოტევებაჲ შემდგომად ნათლისღებისა ჩუენისა ითხოვს კრძალულებით მოქალაქობასა, რაჲთა არა უჴმარ ვყოთ მისი იგი მადლით გამოჴსნაჲ ცოდვათაგან, კუალად პირველსავე ნათხევარსა მიქცევითა, არამედ უმეტესად განვიმტკიცოთ წყალობაჲ მისი, რაჟამს არასადაჲთ მივდრკებოდით სასოებისა მისგან სახარებისა, რომელ არს ქრისტე, ლოდი იგი თავსაკიდურთაჲ, და მარადის მოკიდებულ ვიყვნეთ მისდა, ვითარცა ასოჲ გუამისაჲ დამოკიდებულ არს თავსა, და მისა მიმართითა სასოებითა ვიყვნეთ აღმასრულებელ ყოველსავე ბრძანებასა სახარებისასა, რაჟამს უწყოდით, ვითარმედ: რომელმან-იგი...

სრულად ნახვა
მათეს სახარების განმარტება - თავი XXIV
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე
24:9-14 — მორწმუნეთა დევნა და სახარების ქადაგება:

.... საწამებელად (დასამოწმებლად) ანუ მათ სამხელად და ბრალის დასადებად, რომელთაც იგი არ ირწმუნეს, და მაშინ მოიწევა აღსასრული, ოღონდ არა სამყაროსი, არამედ იერუსალიმისა. სახარება, ვიდრე აღებამდე იერუსალიმისა, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს, მართლაც იქნა ნაქადაგები ყოვლისა შორის დაბადებულისა ცისა ქუეშე (). ის, რომ ნათქვამი იერუსალიმის აღსასრულს ეხება, ცხადია მომდევნო სიტყვებიდანაც:.

24:15-20 — იერუსალიმის მოოხრება

15. რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს, გულისჴმა-ყავნ. - საძაგელი მოოჴრებისაჲ სტელას უწოდა, რომელიც ქალაქის ამღებელმა ტაძრის იმ ადგილას აღამართვინა, სადაც შესვლა არ შეიძლებოდა. მოოჴრებისაჲ, - იმიტომ რომ ქალაქი განადგურდა, ხოლო საძაგელი კი იმიტომ, რომ ებრაელები, რომელთაც კერპთმსახურება სძულდათ, სტელებსა და ადამიანთა გამოსახულებებს საძაგელს უწოდებდნენ.

16-18. მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად. და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე სახლისაგან თჳსისა. და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა. - მიანიშნებს რა საშინელ უბედურებათა გარდაუვალობაზე, უფალი მათ უ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ოე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა საწამებელად ყოველთა წარმართთა. და მაშინ მოიწიოს აღსასრული“ (24,14).:

...სა, ისმინე, ვითარ იტყჳს ნეტარი პავლე: „ყოველსა ქუეყანასა განჴდაო ჴმაჲ მათი, და კიდეთა სოფლისათა - სიტყუანი მათნი“. ; და კუალად იტყჳს: „სახარებაჲ იგი, რომელი იქადაგა ყოველსა სოფელსა, რომელ არს ცასა ქუეშე“. და საცნაურ არს იგი, ვითარ იერუსალჱმითგან ვიდრე ილირიკედმდე და ვიდრე სპანიადმდე რბიოდა. ხოლო ვინათგან ერთმან ესოდენი ნაწილი სოფლისაჲ მოვლო, გულისჴმა-ყავ, თუ სხუათა მოციქულთა თითოეულმან რავდენნი ქუეყანანი მოვლნეს და ქადაგებდეს სახარებასა. ხოლო რაჲ არს ესე, თუ: „საწამებელად ყოველთა წარმართთა“? ესე იგი არს, სამხილებელად და საყუედრებელად და შემწამებელად წარმართთა მათ, რომელთა არა ჰრწმენა. რამეთუ იქადაგა სახარებაჲ ყოველსა სოფელსა, არამედ არა ჰრწმენა ყოველთა. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: საწამებელად და სამხილებელად ურწმუნოთა მათ წარმართთა, რამეთუ რომელთა ჰრწმენა, იგინი შესწამებდენ ურწმუნოთა და დასჯიდენ მათ. ხოლო ამისთჳს პირველად იქადაგა სახარებაჲ, და მაშინღა მოიწია მოოჴრებაჲ იერუსალჱმისაჲ, რაჲთა არა აქუნდეს ადგილი სიტყჳს-გებისაჲ ჰურიათა ყოვლადვე, რამეთუ იხილეს ძალი მისი, ყოველსა სოფელსა განფენილი, და სახარებაჲ, ყოველთა კიდეთა ქადაგებული,...

სრულად ნახვა