პავლესი: განძარცუნა მთავრობანი და ჴელმწიფებანი (2,15).
თარგმანი: ესე იგი არს, მოუღო ძალი ყოველი ეშმაკთა და ჴელმწიფებაჲ.
პავლესი: ხოლო ჴორცთა მაგათ ქრისტესთა ნუვინ თქუენ მძლე გექმნებინ (2,17-18); თარგმანი: ჴორცად ქრისტესა სახარებისა მისებრ მისისა მოქალაქობასა იტყჳს, ნუმცა უკუე მიგიღებსო მას მოქალაქობასა თქუენგან.
პავლესი: უკუეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა წესთაგან სოფლისათა (2,20).
თარგმანი: უკუეთუ ნათლის-ღებისა მიერ მის თანა დაეფლენით და მკუდარ იქმნენით სოფლისაგან, ვითარღა ისმენთ მაგათსა, რომელნი ბოროტსა გასწავლიან, და ჰგონებთ თუ: რომელნიმე ჭამადნი ბოროტ და ურჩულო არიან, რომელნი მოციქულთა მოგუცნეს ჭამად, და რომელნიმე — რჩულიერ.
ესე ებისტოლჱ დაიწერა ჰრომით და წარსცა ტჳქიკოსის მიერ და ონესიმეს. დააგნა ქრისტემან პირველ თავისა თჳსისა მიერ, და მეორედ — სისხლითა თჳსითა, მესამედ — ჯუარითა, მეოთხედ — სიკუდილითა, მეხუთედ — აღდგომითა.