მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ თავი 4

წმინდა იოანე ოქროპირი
მთარგმნელი: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედაქტორი: Titus

პავლესი: განძარცუნა მთავრობანი და ჴელმწიფებანი (2,15).

თარგმანი: ესე იგი არს, მოუღო ძალი ყოველი ეშმაკთა და ჴელმწიფებაჲ.

პავლესი: ხოლო ჴორცთა მაგათ ქრისტესთა ნუვინ თქუენ მძლე გექმნებინ (2,17-18); თარგმანი: ჴორცად ქრისტესა სახარებისა მისებრ მისისა მოქალაქობასა იტყჳს, ნუმცა უკუე მიგიღებსო მას მოქალაქობასა თქუენგან.

პავლესი: უკუეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა წესთაგან სოფლისათა (2,20).

თარგმანი: უკუეთუ ნათლის-ღებისა მიერ მის თანა დაეფლენით და მკუდარ იქმნენით სოფლისაგან, ვითარღა ისმენთ მაგათსა, რომელნი ბოროტსა გასწავლიან, და ჰგონებთ თუ: რომელნიმე ჭამადნი ბოროტ და ურჩულო არიან, რომელნი მოციქულთა მოგუცნეს ჭამად, და რომელნიმე — რჩულიერ.

ესე ებისტოლჱ დაიწერა ჰრომით და წარსცა ტჳქიკოსის მიერ და ონესიმეს.