თარგმანი: იყვნეს ვიეთნიმე არა ჰურიაობით, არამედ კუალად სხჳთ კერძო განმდრეკელნი ქრისტეს მორწმუნეთანი. ესე იგი იყვნეს წარმართობისაგან მოქცეულნი, რომელნი-იგი რეცა სახითა სიმდაბლისაჲთა უღირს-იჩენდეს თავთა ნიჭისაგან ქრისტესისა, და იტყოდეს, ვითარმედ: "ვერ ღირს ვართ ჩუენ მსახურებად მისსა, სიმაღლისათჳს ღმრთეებისა მისისა. ამისთჳს კმა არს ჩუენდა, რაჲთა ვჰმსახურებდეთ ანგელოზთა, რამეთუ იგინიცა შუამდგომელ არიან ღმრთისა მიმართ დაგებისა ჩუენისა". ამისთჳს მოციქული განგუაკრძალებს ესევითართა მათგან, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს: ხოლო გუამსა ქრისტესსა ნუვინ თქუენ გჳრგჳნ-ჴდილ გყოფნ, მნებებელნი სიმდაბლით და მსახურებითა ანგელოზთაჲთა შემავალობად მას, რომელი-იგი არა უხილავს. ესე იგი არს, ვითარმცა ეტყოდა, ვითარმედ: "გარქუ თქუენ კრძალვაჲ ჰურიაობისაგან, ხოლო აწ გეტყჳ, რაჲთა ეკრძალნეთ, ნუ ვინმე სხჳთ კერძო დაგაჭირვოს გუამი ქრისტესი, რომელ არს ეკლესიაჲ, რომელი ესოდენ ზეშთა არს შესაკრებელსა მას ძუელისა შჯულისასა, რაოდენ გუამი კაცისაჲ — აჩრდილსა თჳსსა; არამედ კუალად სხჳთცა იქმნების დაჭირვებაჲ მისი, რომელსა გჳრგჳნ-ჴდა უწოდს, ჩუეულებითა სოფლიოჲსა სიტყჳსაჲთა, რამეთუ...
კოლასელთა მიმართ 2:18
17. რომელი-იგი არს აჩრდილი მერმეთაჲ მათ, ხოლო ჴორცთა - ქრისტესთა.18. ნუვინ თქუენ მძლე გექმნებინ, უნდეს თუ სიმდაბლითა და წესითა ანგელოზთაჲთა, რომელი-იგი არა იხილა, განიკითხვიდეს ამაოდ განლაღებული გონებითა მით ჴორცთა მისთაჲთა19. და არა შეეკრძალოს თავი, რომლისაგან ყოველი გუამი, სხეულთაგან და ნაწევართა შექმნული და შეერთებული, ორძის სიორძილსა მას ღმრთისასა.
კოლასელთა მიმართ თავი 2