თარგმანი: ქრისტეს თანა მოვკუდებით ნათლისღებისა მიერ სიკუდილითა მით ბოროტთა ჩუეულებათა და პირველთა ქცევათა გარდაკუეთისაჲთა, რომელთა ნივთ ამის სოფლისა უწოდს, და უკუეთუ ყოვლისაგან სოფლიოჲსა საქმისა მომკუდარ ხართო, — ნათელღებულთა ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, —რაჲსაღა ვითარცა ცხოველნი სოფელსა შინა ბრძანებულ იქმნებით? ესე იგი არს, — უკუეთუ ყოვლისა სოფლისა მკუდარ ხართ, რადღა თავს-იდებთ მბრძანებელთაგან ნივთთა სოფლისათა ზმნისა ბრძანებასა? ნივთ სოფლისა იყვნეს მზე და მთოვარე, რომელთა მოკლებისა და შემატებისა ზმნასა მაწუეველ იყვნეს წარმართნი, ვითარმედ: ესე ჟამი კეთილ არს, და ესე — არაკეთილ, მოკლებისათჳს გინა შემატებისა მთოვარისა; ანუ მას და ამას, რომელსამე ეტლსა ზედა ჯდომისათჳს მზისა.
19. და არა შეეკრძალოს თავი, რომლისაგან ყოველი გუამი, სხეულთაგან და ნაწევართა შექმნული და შეერთებული, ორძის სიორძილსა მას ღმრთისასა.20. უკუეთუ მოჰკუედით ქრისტეს თანა ნივთთა მათგან ამის სოფლისათა, რაჲსაღა, ვითარცა ცხოველნი სოფელსა შინა ჰბრძანებთ:21. „ნუ მიეახლები, ნუცა გემოსა იხილავ, ნუცა შეეხები“,
კოლასელთა მიმართ თავი 2