თარგმანი: იხილე, ვითარ არა ხოლო ბუნებითად, არამედ საღმრთოჲთა ნებითაცა თანამდებ ჰყოფს შვილთა მორჩილებისა მშობელთაჲსა, რაჲთა არა ხოლო კაცობრივისა წესისათჳს, არამედ ღმრთისა მიერისაცა სასყიდლისათჳს ჰმორჩილობდენ მათ; ხოლო მამათა — არა განრისხებად შვილთა ესრეთ ეტყჳს, რაჲთა არა რაჟამს სწავლისათჳს ჰრისხვიდენ, უმეტეს ზომისა განრისხებითა მრისხანე და მბრძოლ ყვნენ იგინი; ხოლო ამათცა და მეუღლეთაცა ყოველსავე შინა მას ზედა ეტყჳს ურთიერთას მორჩილებად, რომელსა შინა არარაჲ იყოს სავნებელი სულისაჲ და წინააღმდგომი უფლისაჲ.
19. ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი და ნუ განჰმწარდებით მათა მიმართ.20. შვილნი დაემორჩილენით მამა-დედათა თქუენთა ყოვლითავე, რამეთუ ესე არს სათნო უფლისა მიერ.21. მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაჲთა არა ეურვოდინ.
კოლასელთა მიმართ თავი 3